განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
11 ივნისი, 2026. ხუთშაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
19.08.2010
მოდერნიზირებული Land Rover Freelander 2 – სრული ოფიციალური ინფორმაცია
 
 
2011 სამოდელო წელს ამ მოდელმა მიიღო განახლებული გარეგნობა ახალი წინა ბამპერით, რომელშიც ჩადგმულია ახალი ნისლსაწინააღმდეგო ფარები.                                       
 
რადიატორის ბადეს აქვს მოპირკეთების ორი ვარიანტი – მუქი – მოდელისთვის TD4 (150 ცხენის ძალა) და ბრჭყვიალა – ბენზინისა და დიზელის ძრავების ვარიანტებისათვის სიმძლავრით 190 ცხენის ძალა.
 
ავტომობილი აღიჭურვება ახალი ჰალოგენური ფარებით, აგრეთვე ახალი უკანა ფარნებით, რომელთაც ამჟამად გააჩნიათ გამჭვირვალე გამფანტველები შავი კანტით. საბარგულის განყოფილების კარების სახელური შეღებილია ძარის ფერში, ხოლო ფართო განმასხვავებელ ზოლს აქვს მოპირკეთება ,,Noble”. ძარის ფერში შეღებილია აგრეთვე კარების სახელურები,  და უკანა ხედვის გარე სარკეების კორპუსები. SD4-ს ვერსიაზე და ავტომობილებზე ბენზინის ძრავით i6 სტანდარტული კომპლექტაციით შეღებილია ასევე კარების პანელების ქვედა ნაწილი და უკანა ბამპერი (რაც დამატებითი ოფციის სახით შემოთავაზებულია სხვა ვერსიებისათვისაც). უკანა ხედვის გარე სარკეების ზედაპირის ფართობი გაზრდილია 10%–ით და ისინი სრულად არის შეხამებული განახლებულ სტილთან და ახალ 18 და 19– დიუმიან მსუბუქი შენადნობებისაგან დამზადებულ დისკებთან. 2011 სამოდელო წელს შეიცვალა ძარის ფერების პალიტრაც – წარმოდგენილია ახალი ფერები Kosrae Green (მწვანე), Baltic Blue (ლურჯი) და Fuji White (თეთრი).
 
მანქანის სალონი გამოირჩევა ოთხი ახალი თანამედროვე სტილის სავარძლებიდან არჩევანის გაკეთების შესაძლებლობით. სავარძლებს შეიძლება ჰქონდეს ქსოვილის გადასაკრავი ,,Tofino” ან ,,Resolve”, ტყავის გადასაკრავი ,,Napoli”, კომბინირებული გადასაკრავი ტყავისა ,,Napoli” და ქსოვილისაგან ,,Alcantara” ანდა ტყავის გადასაკრავი ,,Windsor” – Premium Pack–ის პაკეტის შეკვეთისას. ეს ოთხი ახალი სტილი იძლევა შესაძლებლობას, რომ მოხდეს   ავტომობილის კომპლექტაციის სხვადასხვა ვარიანტის მკაფიოდ დიფერენცირება. მყიდველს შეუძლია აირჩიოს სავარძლები ხელის რეგულირებით, სავარძლები ელექტრული რეგულირებით 6/4 პარამეტრებით ანდა ელექტრული რეგულირებით 8/6 პარამეტრებით (Premium Pack–ის პაკეტთან ერთად).
 
სავარძლების გადაკვრის ახალი სტილი შეივსება ფერების ახალი აქცენტებით – Ebony (შავი ხე), Tan (ქერქი) და Ivory (სპილოს ძვალი), ამასთაბ კარების პანელები ჰარმონიულად მოპირკეთებულია Ebony PVC–ს ფერით Ivory–ს ლამბებით ან Ebony PVC–თი Tan–ის  კონტრასტულ ლამბებთან ერთად. მართვის პანელის მოპირკეთების ოთხი ახალი ვარიანტი მოიცავს ფერებს: Element Silver (ვერცხლისფერი), Element Black (შავი), Dark Chesnut (კაკალი) და Piano Black (როიალის ლაქი). შავი ლაქით პოპირკეთებულია ასევე  საჭის ბორბალზე დაყენებული გადამრთველები.
 
უმაღლესი დონის კომპლექტაციის ავტომობილებისათვის შემოთავაზებულია ახალი პაკეტი Premium Pack, რომელიც მოიცავს სავარძლების ტყავის გადაკვრას ,,Windsor” ფერებით Ebony  (შავი ხე), Almond (ნუში), Ivory (სპილოს ძვალი) ან Tan (მუხის ქერქი). მოწყობილობის ამ პაკეტში შედის აგრეთვე მდიდრული სავარძლები ელექტრული რეგულირებით 8/6 პარამეტრებით, უმაღლესი კლასის ხალიჩები და ცენტრალური გვირაბის ხალიჩით გადაფარვა. გარდა ამისა, 2011 სამოდელო წლის Freeland 2–ის ყველა მოდელი მიიღებს ახალ, ზუსტ და თანამედროვე ხელსაწყოთა პანელს.
 
განახლებული Land Rover Freelander 2 აღჭურვილია შვიდი უსაფრთხოების ბალიშით: ორი გასაბერი უსაფრთხოების ფარდით, ორი ფრონტალური უსაფრთხოების ბალიშით, ორი გევრდითი უსაფრთხოების ბალიშითა და ბალიშით, რომელიც სტანდარტულ კომპლექტაციაში განკუთვნილია მძღოლის მუხლების დასაცავად.

ქროსოვერის ახალი 2.2 ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავა მუშაობს უფრო ჩუმად და რბილად თავის წინამორბედთან შედარებით და შემოთავაზებულია ორი ვარიანტის სახით – 150 ცხენის ძალის სიმძლავრით (TD4 ვერსიისათვის) ან 190 ცხენის ძალის სიმძლავრით (SD4  ვერსიისათვის).

TD4 ვერსია შემოთავაზებულია გაუმჯობესებული გადაცემათა მექანიკური კოლოფით, რომელსაც სტანდარტული მოწყობილობის სახით გააჩნია ,,Stop/Start”–ის ფუნქცია, იმავდროულად SD4 190 ცხენის ძალის ძრავით აღჭურვილი იქნება მხოლოდ გადაცემათა ექვსსიჩქარებიანი ავტომატური კოლოფით.
 
ბენზინის ექვსცილინდრიანი ძრავა 3,2 ლიტრის მოცულობით კვლავ იდგება 2011 სამოდელო წლის  Land Rover Freelander 2– ის სამოდელი რიგის სათავეში.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121