განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
11 ივნისი, 2026. ხუთშაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
04.08.2010
A7 მზად არის კონკურენტებთან საბრძოლველად

რაც უფრო მიიწევს სამყარო ტექნიკური პროგრესის გზით, მით უფრო საინტერესო ხდება ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება. გერმანელები იმდენად დახელოვნენდნენ უმაღლესი დონის ავტომობილების წარმოების საქმეში, რომ უკვე პრაქტიკულად აღარ ცვლიან ადრე ნაჩვენებ კონვეფტებს. ყველა მოდელი გადის მისთვის წინასწარ გამზადებულ გზას და დაუბრკოლებლად გამოდის ბაზარზე, ასრულებს რა თავის დანიშნულებას.
 
ამჯერად ამოცანა საკმაოდ ნათლად იყო გამოკვეთილი - კომპანია Mercedes-Benz-ის ტერიტორიაზე შეღწევა და კონკურენტისათვის თავსატეხის შექმნა. რადგან მოდელი CLS უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია ბაზარზე და იგი არაერთხელ აღიარებულ იქნა უკანასკნელი წლების ერთ-ერთ ულამაზეს ქმნილებად. ამდენად, მაშინ როდესაც შემოდგომაზე უნდა გამოვიდეს ახალი CLS , ინგოლშტადტში უკვე მზად არიან საბრძოლველად - ასპარეზზე გამოდის უახლესი ოთხკარებიანი კუპე Audi A7. სიახლის პრემიერა ჩატარდა მიუნჰენში - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქალაქის ცენტრში.

ეს სიახლე, კონცეფტის სახით უკვე წარმოდგენილი იყო ჯერ კიდევ გასულ წელს საერთაშორისო გამოფენაზე დეტროიტში. მაშინაც კი ყველამ აღნიშნა მისი გამორჩეული დიზაინი და ძალიან სწრაფი სილუეტი. მაშინდელ გამოფენილ ექზემპლიართან შედარებით ექსტერიერში არც თუ ისე ბევრი რამ შეიცვალა. უპირველეს ყოვლისა, შეცვალეს სათავო სინათლის ფარები, რადიატორის ბადე, ჰაერშემკრებები, უკანა ხედვის გვერდითი სარკეები, აგრეთვე გადააკეთეს ავტომობილის უკანა ნაწილი.
 
რაც შეეხება სალონის ინტერიერს, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიულად ყველა სიახლემ, რაც კონცეფტში იყო გამოყენებული, ადგილი ჰპოვა აგრეთვე სერიულ მოდელშიც. კომპანიის ხელმძღვანელობამ, გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე, მაშინვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო და ისინი სრულად ენდობიან თავინთ დიზაინერებს, ვინაიდან ისინი გამუდმებით აღნიშნავენ, რომ დიზაინი არის არა მხოლოდ ხელოვნება, არამედ ტექნიკური აღჭურვილობის ჩვენების საშუალებაც, კომპლექსური იდეების ზუსტი რეალიზაციის წყალობით, თუმცა ეს შეხედულება უფრო სამართლიანია გარეგნობასთან მიმართებაში, რადგან Audi-ს შიგნით ყოველთვის კონსერვატიზმი სუფევს.

A7-ის მოდელის ძარა ტრადიციულად Audi-სათვის დამზადებულია ფოლადისა და ალუმინისაგან. ფოლადი გამოიყენება საფუძვლისათვის, ხოლო ალუმინი კონსტრუქციის შემსუბუქებისათვის. მისგან დამზადებულია კარები, კაპოტი და რიგი სხვა ელემენტებისა. სწორედ ასეთი რაციონალური მიდგომის დამსახურებაა, რომ ავტომობილი ზედმეტად არ არის დამძიმებული. მისი მასაა - 1695 კგ. თავისი ზომით იგი აგრეთვე სადგაც ოქროს შუაგულში იმყოფება და შესაძლებელია მისი შეპირისპირება Audi A6-თან. მისი სიგრძე 4916 მმ-ს შეადგენს, სიგანე - 1855 მმ-ს, ხოლო სიმაღლე - 1459 მმ-ს. ამასთან, ინჟინერებმა შექმნეს უფრო გრძელი ბაზა.
 
ამრიგად, Audi A7-ის ღერძებს შორის მანძილი საკმაოდ დიდია - 2843 მმ. შედარებისათვის, Porsche Panamera-ს აქვს სულ ოდნავ დიდი ბაზა - 2920 მმ.
და საერთოდ, უფრო პრემიალურ კონკურენტთან შეჯიბრს Audi  აშკარად არ აპირებდა, რადგან ამ შემთხვევაში თავის მოდელზე უფრო მძლავრ ძრავებს დადგამდნენ. ამჯერად კი სიახლისათვის მომზადებულია ოთხი ხელმისაწვდომი ვარიანტი: ორი ბენზინის და ორი დიზელის ძრავა. ყველა ეს მოდიფიკაცია უკვე კარგად ცნობილია და მათი გამოჩენის წინასწარმეტყველება ადვილად შეიძლებოდა. V6 წყობის ბენზინის აგრეგატების წყვილს შეადგენს 2,8 ლიტრიანი FSI 300 ცხენის ძალის სიმძლავრით და ბრუნვითი მომენტით 280Hm, აგრეთვე სამლიტრიანი TFSI  300 ცხენის ძალის სიმძლავრით და ბრუნვითი მომენტით 440Hm, ხოლო დიზელის ძრავების თაყვანისმცემლებს ელოდებათ ასევე კარგად ნაცნობი სამლიტრიანი TDI ორ გამოვლინებაში - 204 ცხენის ძალითა და ბრუნვითი მომენტით 400Hm, აგრეთვე 245 ცხენის ძალითა და ბრუნვითი მომენტით 500Hm.

რთული მისახვედრი არ არის, რომ ყველაზე სწრაფი მოდიფიკაცია  სამლიტრიანია. ამ შემთხვევაში ადვილად მიაღწევთ 100 კმ/სთ-ში სიჩქარეს 5,6 წამში. რაც საინტერესოა, ზუსტად ამდენივე დროს ანდომებს 100 კმ/სთ-ის ნიშნულის მისაღწევად 400-ძალიანი Panamera . მაქსიმალური სიჩქარე, როგორც ეს ადრეც იყო, იზღუდება 250კმ/სთ-ის ნიშნულზე. რაც შეეხება საწვავის ხარჯვას, მისი მინიმალური მაჩვენებელი დიზელის მოდიფიკაციისათვის შეადგენს 5,3 ლიტრს, ხოლო ბენზინის მოდიფიკაციისათვის - 8 ლიტრს.

საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება გადაცემათა კოლოფების და ტრანსმისიების ტიპების სისტემა. გასაგებია, რომ სრული აღმძრავი მექანიზმის გარეშე ეს მოდელი ალბათ ვერც გაჩნდებოდა საერთოდ. რეალურად, არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ დიზელის ვერსიის შეძენის სურვილის შემთხვევაში. იგი შეიძლება აღიჭურვოს როგორც  წინა აღმძრავით ვარიატორით, ისე სრული აღმძრავი მექანიზმით შვიდსაფეხურებიანი ,,რობოტით“. დანარჩენ შემთხვევებში თქვენ იღებთ სრულ აღმძრავ მექანიზმს Quattro-სა და DSG-ს.

საინტერესო სიახლეებს შორის უნდა გამოიყოს სრული აღმძრავი მექანიზმის ახალი სისტემა, რაც უკვე ნაჩვენები იყო მოდელზე Audi RS5-ზე. ამჯერად მასში აღარ არის დიფერენციალი Torsen, რომელიც შეცვლილია უფრო მსუბუქი ცილინდრული დიფერენციალით მრავალდისკიანი დაწყვილებით. ისევე როგორც ადრე, ეხლაც სტანდარტულ რეჯიმში ბეუნვითი მომენტი განაწილებულია 40% - 60%-თან თანაფარდობაში, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება შეიცვალოს ისე, რომ 70%-მდე განაწილდეს წინა ღერძზე ან 85% - უკანა ღერძზე. აღნიშვნის ღირსია აგრეთვე საჭის მართვის მუშაობის ახალი სქემის გამოჩენა, რომელშიც უკვე გამოიყენება ელექტრომექანიკური გამაძლიერებელი.

სალონის ინტერიერთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ მან არ განიცადა კარდინალური ცვლილებები, მაგრამ მცირე ახალი შტრიხები საკმაოდ სასიამოვნოა. როგორც ასეთ შემთხვევებში მიღებულია, ინჟინერები დაპირდნენ არა მხოლოდ მოპირკეთების ახალ დონეს, არამედ გაუმჯობესებულ აკუსტიკურ კომფორტსაც. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, შეიძლება ზოგჯერ გვირჩევნია მანქანის ძრავის ხმის და არა სიჩუმის მოსმენა. ეს ასევე სასარგებლოა უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, რადგან Audi-ს სალონში პრინციპში მხოლოდ სპიდომეტრი იქცევა იმის ერთადერთ მიმანიშნებლად, რომ დასაშვები სიჩქარე დიდი ხანია გადაჭარბებულია.
 
Audi A7-ს საბაზისო კომპლექტაციაშიც კი თქვენ აღმოაჩენთ ექვსს უსაფრთხოების ბალიშს, სტაბილიზაციის სისტემას, ორზონიან კლიმატ-კონტროლს, ბიქსენონის ფარებს, აგრეთვე სალონში შეღწევის შესაძლებლობას გასაღების გარეშე, 18-დიუმიან საბორბლე დისკებსა და შასის Audi Drive Selects-ს.

მათთვის, ვისაც ავტომობილი ვერ წარმოუდგენია მოცულობითი საბარგულე განყოფილების გარეშე, საინტერესო იქნება, რომ უკანა სავარძლების აწეული ზურგების პირობებშიც  კი იგი საკმაოდ ტევადია - 535 ლიტრი, ხოლო ზურგების ჩაკეცვის შემდეგ იგი 1390 ლიტრს შეადგენს. ცალკე საფასურით შეგიძლიათ დიოდური ფარების, როგორც ეს არის R8-სა და A8-ზე, ადაპტური პნევმოდაკიდების სისტემის  მუშაობის სამი რეჟიმით, ახალი თაობის კომპლექსის MMI თაჩფადით, სავარძლების ვენტილაციითა და მასაჟიორის დამონტაჟება.

ამჟამად ცნობილია ამ ავტპმობილის ევროპული ფასები.  მოდელის მინინალური ფასი იქ შეადგენს 51 650 ევროს. ამდენად გამოდის, რომ ახალი Mercedes-Benz CLS-ის კონკურენტი სრულიად მზად არის ნებისმიერი სიურპრიზისათვის. მისი ზოგადი დებიუტი დაგეგმილია ამ წლის შემოდგომას პარიზის ავტოსალონზე.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121