განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
11 ივნისი, 2026. ხუთშაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
19.07.2010
2010 წლის შესაძენად ყველაზე მიმზიდველი ავტომობილები
 
სააგენტო J.D.Power-ის ახალი საავტომობილო კვლევა აჩვენებს, რომ კრიზისს შეუძლია არა მხოლოდ გულისწყრომის გამოწვევა, არამედ ზოგიერთისათვის იგი შეიძლება სიხარულის საფუძველს წარმოადგენდეს კიდევაც.

J.D.Power-ის შედეგების მიხედვით, დღეს ,,ზეიმობს“ აშშ. პირველად უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში ამერიკულმა ავტომობილებმა გაასწრეს თავიანთ ევროპელ და აზიელ კონკურენტებს ყველაზე მიმზიდველი მანქანების სიაში. რეიტინგი დგება ამა თუ იმ ავტომობილით მძღოლის კმაყოფილების საფუძველზე.

რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინება ავტომობილის დაახლოებით 80 სხვადასხვა ატრიბუტი.  მაგალითად, სააგენტოს თანამშრომლები ყურადღებას აქცევენ იმ გარემოებას, თუ რა პრობლემებთან უწევს შეხება ავტომობილის მფლობელს მისი შეძენიდან პირველი 90 დღის განმავლობაში.

პირველი ადგილები ტრადიციულად ოკუპირებულია საავტომობილო პრემიუმის მიერ. კვლავინდებურად, ზედიზედ მე-6 წელია ყველაზე წინ არის Porsche. პრიზიორთა რიცხვშია აგრეთვე Jaguar და Mercedes-Benz.

თუმცა, წარმატება იზეიმეს არა მხოლოდ ევროპულმა ავტომობილებმა. ყველაზე დიდი ნახტომი განახორციელეს Ford-ისა და General Motors-ის წარმოების ავტომობილებმა. ამერიკულ ბრენდებს შორის საუკეთესო შეფასება მიიღო კომპანია Lincoln-მა, რომელმაც სულ მცირედით Cadillac-ს გაასწრო.

Ford-ისა და General Motors-ის მოდელებმა ჯამში მიიღეს 1000 შესაძლოდან 787 ქულა. ასეთი შედეგის წყალობით მათ მნიშვნელოვნად გაასწრეს მასობრივ მოდელებს ევროპიდან და აზიიდან, რაც პირველად მოხდა 1997 წლის შემდეგ. ამერიკელების ნდობა მშობლიური ავტომობილების მიმართ მრავალჯერადად გაიზარდა 2008 და 2009 წლებთან შედარებით.

J.D.Power-ის ვიცე-პრეზიდენტი დევიდ სარჯენტი (David Sargent) მიიჩნევს, რომ ამერიკული საავტომობილო მრეწველობის ასეთი წარმატება შეიძლება აიხსნას რამოდენიმე ფაქტორით: კონცერნებმა შეწყვიტეს ზოგიერთი სრულიად წარუმატებელი მოდელის გამოშვება, თავინთ სამოდელო რიგში შეიყვანეს რიგი ახალი, ძალიან დიდი მოლოდინის მქონე და მიმზიდველი ავტომობილები და წარმატებით განაახლეს ყველაზე პოპულარული მანქანები.

არც თუ ისე სახარბიელოდ არის Jeep-ის საქმე. საქმე იმაშია, რომ Dodge და Chrysler ზარალდებიან იმის გამო, რომ მათი მოდელები საკმაოდ მოძველებულია. ბაზარზე ახალი სასურველი სიახლეების გამოშვების შემდეგ მათი მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს, რადგან უკვე ამ წელს, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში მომავალ წელს ბაზარზე გაჩნდება აბსოლუტურად ახალი Dodge Durango SUV, Dodge Charger და Chrysler 300.

ჯერჯერობით კი ყველაზე მეტი ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა კომპანია Ford-მა. სხვადასხვა კლასში გამარჯვებულები გახდნენ მოდელები Expedition SUV, Explorer Sport Trac, Flex, Fusion და Taurus.

GM-ს შეუძლია სამართლიანად იამაყოს  თავისი მოდელებით Chevrole Camaro Equinox, აგრეთვე GMC Terrain-ითა და Buick LaCrosse-ით. ხოლო ახალ SRX-სმა სტარტი შედარებით ნაკლებად წარმატებულად აიღო, ვიდრე ეს სურდათ კომპანიის წარმომადგენლებს.

რაც შეეხება სხვა ავტომწარმოებლებს, მომხმარებლის ნდობის ზრდის საუკეთესო დინამიკა აჩვენა ბრენდმა Suzuki-მ, რომელმაც ორი წლის განმავლობაში შეძლო ექვსი პოზიციით მაღლა გადანაცვლება. ხოლო რეიტინგში მონაწილე აბსოლუტურად ყველა ავტომობილს შორის ქულების უდიდესი რაოდენობა დააგროვა Mercedes-Benz-S-Class-მა.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121