განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
11 ივნისი, 2026. ხუთშაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
07.07.2010
Mercedes-მა მოამზადა სიურპრიზი მდიდარი ეგოისტებისათვის

Mercedes-Benz-ის თითოეული სიახლე მასობრივ ინტერესს იწვევს. ისე ჩამოყალიბდა, რომ ამ გერმანულ კომპანიას ყველა  ყურადღებით აკვირდება, რადგან Mercedes-Benz, ისევე როგორ მისი კონკურენტები პრემიალური სამეულიდან  BMW და Audi, - ეს ოცნებაა. შეიძლება მოცემულ მომენტში არ გქონდეთ თანხა ასეთი ავტომობილის შესაძენად, მაგრამ ახალ მოდელებს მაინც გაეცნობით, და თან იოცნებებთ, რომ ერთხელაც აღმოჩნდებით ერთ-ერთი მათგანის საჭესთან.
 
გურმანებისათვის - Mercedes-Benz-ის მოყვარულთათვის უახლოესი კერძია - ახალი CL-Class.

ფლაგმანური კუპე ამჟამად აღჭურვილია დიოდური გაბარიტებით, რომლებზედაც მოდა, როგორც ჩანს, Audi-ის დიზაინერებმა შექმნეს. ამას გარდა, ავტომობილმა შეიძინა ახალი წინა ბამპერი ქრომირებული ზოლით კაბა-სპოილერის ადგილას. ყველაზე უყურადღებოებიც კი შეძლებენ ამ სიახლის წინა თაობისაგან განსხვავებას, შეხედავთ თუ არა უკანა ფარნებს ან ნისლსაწინააღმდეგოებს, რომლებიც სინათლედიოდებისაგანაა დამზადებული. ასეთი ელემენტები წინა CL-ზე არ არსებობდა.

ამასთან, თუ CL-ის საბარგულზე დაინახავთ ნიშანს 550 4MATIC, შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ ავტომობილის კაპოტის ქვეშ არის ახალი ძრავა. ეს არის ორი  ტურბინითა და BlueDIRECTის სისტემით აღჭურვილი V8, რომლის სიმძლავრე 429 ცხენის ძალას შეადგენს. ამას უნდა დავამატოთ უზარმაზარი ბრუნვითი მომენტი, რომელიც 516 Hm-ს უდრის და ნათელი გახდება, რომ ამ სიახლეს ძალიან კარგი დინამიური მაჩვენებლები ექნება, რაც პრინციპში სრული მოცულობით ციფრებითაც დასტურდება. 100 კმ/სთ-ში სიჩქარემდე CL550 4MATIC-ს დასჭირდება 4,9 წამი. ამასთან, ტოპ-მოდელად, AMG-ის ჩაუთვლელად, რასაკვირველია რჩება CL600. ეს ავტომობილი 510 ცხენის ძალის სიმძლავრით და  მაქსიმალური ბრუნვითი მომენტით 612 Hm, საათში 100 კილომეტრის სიჩქარეს უფრო სწრაფად აღწევს: სულ რაღაც 4,5 წამში.

სინამდვილეში, ამ სიახლის ძირითადი განსხვავებები მდგომარეობს ახალი და კარგად დამუშავებული სისტემების ,,კოსმოსურ“ ოდენობაში, რითაც აღჭურვილია CL-Class. მათი ნაწილი ავტომობილზე იდგმება სტანდარტული მოწყობილობის სახით, ხოლო ზოგი შერჩევით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მძღოლს ახალი CL-Class-ის საჭესთან არც კი სჭირდება გზაზე კონცენტრირება, - მისთვის საკმარისია რომ უბრალოდ მიიღოს სიამოვნება იმისაგან, რომ იმყოფება უძვირესი კუპეს საჭესთან. სხვა დანარჩენს სისტემები გააკეთებენ. ასე, თუ მძღოლმა დროულად ვერ შენიშნა ხიფათი გზაზე, სისტემა გააკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ავარია თავიდან იქნეს აცილებული ანდა რომ მისი შედეგები რაც შეიძლება უმნიშვნელო აღმოჩნდეს.

ასე, მაგალითად, ახალი სისტემა Active Lane Keeping Assist  ზუსტად თვალყურს ადევნებს, თუ როგორ იცავს მძღოლი საგზაო ხაზებს. თუ ავტომობილი უცებ იწყებს მთლიანი ხაზის გადაკვეთას, ავტომატურად ირთვება სპეციალური პატარა ძრავა, რომელიც იწვევს საჭის ძლიერ ვიბრაციას. ამდენად, ადამიანი იღებს მომენტალურ გაფრთხილებას შესაძლო საშიშროების შესახებ. თუ მძღოლი ამაზე არ რეაგირებს, მაშინ სისტემა იწყებს ბორბლების იდნავ დამუხრუჭებას, რითაც ავტომობილს ეხმარება, რომ დარჩეს თავის ზოლში. ამასთან, ეს გონივრული სისტემა მიხვდება, მძღოლი შეგნებულად აკეთებს ამას თუ არა. მაგალითად, მთლიანი ხაზის გადაკვეთამდე ან მისი გადაკვეთის დროს მკვეთრი აჩქარების შემთხვევაში, ცხადი ხდება რომ იგი გასწრებას აპირებს. ასეთ შემთხვევაში სისტემა მას დაბრკოლებებს არ შეუქმნის.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ადაპტური განათების სისტემა, რომელიც ფარების სინათლის მიხედვით გამოიცნობს დისტანციას წინ და უკან მიმავალ მანქანებამდე და თვითონ ირჩევს განათების დონეს, რაც იძლევა შესაძლებლობას არ დააბრმავოთ სხვა ავტომობილების მძღოლები. ოფციურად შესაძლებელია Mercedes-Benz-ის სხვა მოდელებით კარგად ცნობილი ღამის ხედვის კამერის დაყენება, რომელიც დაგეხმარებათ ქვეითად მოსიარულესთან შეჯახების თავიდან აცილებაში დღე-ღამის ბნელ პერიოდში.

არის ერთი სამწუხარო ცნობა სწრაფად ტარების მოყვარულთათვის. ავტომობილი არჩევს სიჩქარეების შეზღუდვებს და დადგენილი ლიმიტის გადაცილების შემთხვევაში გამოიტანს გაფრთხილებას დისფლეიზე. ჯერჯერობით ზუსტად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ეს ფუნქცია ხელმიუწვდომელია აშშ-ში მისაწოდებული მანქანებისათვის.

ინჟინერებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს რადარები, რომლებიც თვლიან მანძილს უახლოეს ავტომობილებამდე. დისტანციის სწრაფი გაწყვეტის შემთხვევაში, რადარები სიგნალს აწვდიან სისტემას, რომელიც დამუხრუჭებას იწყებს და წყდება ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მძღოლი კვლავ დაუბრუნდება რეალურ სამყაროს და დაიწყებს ავარიის თავიდან აცილების პროცესში მონაწილეობის მიღებას.

ინჟინერები ძალიან სერიოზულად მიუდგნენ საჭესთან ჩაძინების პრობლემას. სპეციალური სისტემები მუდმივად თვალყურს ადევნებენ 70-ზე მეტ პარამეტრს, რომლებიც შესაძლებლობას იძლევიან გამოცნობილ იქნეს ის მომენტი, როდესაც მძღოლი ჩაძინებას იწყებს. განგაშისათვის საბაბის გაჩენის შემთხვევაში, ისინი გასცემენ სპეციალურ გაფრთხილებებს, რომლებიც მძღოლს გაჩერებას ურჩევენ.

ავტომობილის განახლების პროცესში მოხდა მულტიმედიური სისტემის მუშაობის პროცესის გარკვეული დამუშავება. ასე, მაგალითად, ამჟამად სანამ მძღოლი სარგებლობს სანავიგაციო სისტემით, უკანა სავარძლებზე მსხდომ მგზავრებს შეუძლიათ DVD-ს ყურება.

ამ მაღალატექნოლოგიური სიახლის პრემიერა შედგება 2010 წლის შემოდგომაზე.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121