განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
11 ივნისი, 2026. ხუთშაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
29.06.2010
ევროპელებმა გამოავლინეს ავტომობილის საუკეთესო ძრავა
 
გამოფენაზე Engine Expo 2010 გამოქვეყნდა ძრავათმშენებლობის სფეროში მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების შედეგები. ეს არის პრიზი 2010 წლის საუკეთესო ძრავისთვის. ჟიურის შემადგენლობაში მანქანათმშენებლობის სფეროში ასეთი პრესტიჟული კონკურსებისთვის ტრადიციულად შედიან ექსპერტები და ავტოჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამ წელს ძრავების კონკურსზე მსაჯობდა 65 ცნობილი ჟურნალისტი 32 ქყეყნიდან, როგორიცაა აშშ, იაპონია, ჩინეთი, რუსეთი, ახალი ზელანდია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, გერმანია, საფრანგეთი, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა და დიდი ბრიტანეთი.

მსაჯებს შეეძლოთ ნებისმიერი ავტომობილის ტესტირება. უახლესი ავტომობილების ტარებისაგან მიღებულმა შთაბეჭდილებებმა მათ ხელი შეუწყო იმ ძრავების შერჩევაში, რომლებიც გვთავაზობენ საუკეთესო მახასიათებლებსა და საწვავის ეკონომიურობას, აგრეთვე მოწინავე ტექნოლოგიების წარმატებულ გამოყენებას.
ამ წელს კონკურსი დასრულდა მოსალოდნელი სენსაციით. გაიმარჯვა რა ზედიზედ მეორედ ,,წლის ძრავის“ წოდებისათვის ბრძოლაში , ინოვაციური ძრავა 1,4 TSI VW-გან გახდა მხოლოდ მესამე ძრავა, რომელიც იძენს საუკეთესოს სახელს ზედიზედ მეორედ. ,,წლის ძრავის“ საერთაშორისო კონკურსის 12-წლიანი ისტორიის განმავლობაში ასეთი მოვლენა მხოლოდ ორჯერ მოხდა. 2005 და 2006 წლებში მსოფლიოში საუკეთესო ძრავად იქნა აღიარებული ხუთლიტრიანი ძრავა V10 პირველი BMW-ეებისაგან, ხოლო შემდეგ საუკეთესო ძრავა ზედიზედ ორჯერ გახდა სხვა ძრავა BMW-საგან ­- Twin Turbo , რომელმაც გაიმარჯვა 2007 და 2008 წლებში.

ამდენად, ძრავა TSI Twincharger ვოლსფბურგიდან მიუერთდა სუპერძრავების ელიტარულ კლუბს, რომელშიც ჩვეულებრივი ,,მოკვდავი“ ძრავა უბრალოდ ვერ მოხვდებოდა. ამ შემთხვევაში ბაზარს ნამდვილად ისეთი ნაწარმი უნდა შესთავაზო, რომელიც კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა დგას.
ისევე როგორც შარშან, VW-ს 1,4 ლიტრიანმა აგრეგატმა ქულების მოგროვება შეძლო ევროპის ფარგლებს გარეთ არსებულ ბაზრებზე. ყველა მსაჯმა ჩრდილოეთი ამერიკიდან, აზიიდან და სამხრეთი ამერიკიდან VW-ს ძრავებს უმაღლესი შეფასება მიანიჭა. კანადელმა ჟურნალისტმა ჯიმ ქენზიმ აღნიშნა: ,,ძრავა VW Twincharger საკუთარ თავში ითავსებს მაღალი სიმძლავრის მიღების სხვადასხვა ტექნოლოგიების ოპტიმალურ შეხამებას გამონაბოლქვების დაბალ დონესა და ასევე საწვავის მცირე ხარჯვასთან ერთად“.

VW-ს ოთხცილიდრიან ძრავას მხოლოდ 1,4 ლიტრის მოცულობით  გააჩნია ტურბოს ელემენტი და კომპრესორი ერთ კომპაქტურ მოწყობილობაში. ამის შედეგად ძრავის სიმძლავრე დაყვანილია 178 ცხენის ძალამდე, მაგრამ რაც ყველაზე შთამბეჭდავია, ეს მისი ზღვრული სიმძლავრეა: თითოეული ლიტრიდან მოიხსნება 127 ცხენის ძალა. უკვე 1500 ბრ/წ-ში სიხშირეზე VW-ს ძრავა აჩვენებს ბრუნვითი მომენტის 240 Hm-ს. ადვილად გასაგებია, თუ რატომ იყვნენ მსაჯები აღფრთოვანებულნი მისი მწარმოებლურობითა და სპორტული თვისებებით. მის გამარჯვებას ხელი შეუწყო აგრეთვე დაბალმა, სულ 144 გრ. CO2/კმ-ზე, გამონაბოლქვების შემადგენლობამ, ხოლო VW Golf ამ ძრავით კაპოტის ქვეშ ხარჯავს მხოლოდ 6,2 ლიტრ საწვავს 100 კილომეტრზე.
 
2010 წლის საუკეთესო ახალ ძრავად იქნა მიჩნეული ძრავა Fiat-საგან. ესეც არის 1,4 ლიტრიანი ტურბირებული ძრავა MultiAir Turbo. იგი წარმოადგენს ყველაზე ინოვაციურ ძრავას, რაც გაჩნდა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში. მას აქვს ელექტროჰიდრავლიკური სისტემა, რომელიც დამოუკიდებლად მართავს თითოეულ ოთხ შემშვებ საჰაერო სარქველს. თითოეულ ცილინდრში ჰაერის მიწოდების დრო მუდმივად რეგულირდება მოძრაობის კონკრეტულ პირობებთან დამოკიდებულებაში. სისტემის მიზანი ტრადიციულია - სიმძლავრისა და ბრუნვითი მომენტის მონაცემების გაზრდა იმავდროულად  საწვავის ხარჯვის შემცირებასთან ერთად. ეს ძრავა იდგმება ავტომობილებზე Fiat-სა და Alfa Romeo-ზე. Alfa MiTo Cloverleaf ძრავით 1,4 MultiAir Turbo ავითარების სიმძლავრეს 170 ცხენის ძალის ოდენობით და ხარჯავს მხოლოდ 6 ლიტრ საწვავს 100 კილომეტრზე. Fiat-ის ძრავამ გაუსწრო Ferrari-ს ძრავას და გერმანული კომპანიების ყველა ახალ ძრავას.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121