21.06.2010
Opel–მა განაცხადა ახალი უნივერსალის შესახებ
მსოფლიო ბაზარზე ჰეტჩბექის Opel Astra–ას წარმატებული სტარტის შემდეგ კომპანიამ გამოაცხადა ახალი ვერსიის გამოშვების თაობაზე, რომელსაც უნივერსალის ძარა ექნება. ამ მოვლენის უკვე ტრადიციულ აკომპანიმენტად იქცა საუბრების მორიგი სერია კომპანიის ბედის შესახებ, რომელზე ზრუნვის მიზნითაც GM კვლავ ითხოვს ფულს გერმანული მთავრობისაგან.
ამასობაში, თითქოს აჩვენებს რა თავის ნამდვილ პოტენციალს, Opel–ი უშვებს კიდევ ერთ მოდელს, რომელიც ძალიან მიმზიდველი გამოვიდა. ნებისმიერ შემთხვევაში, თავის კლასში მას ვერავინ აჯობებს. წინამორბედთან მის შედარებას არ დავიწყებთ, მაგრამ ერთი მომენტი მაინც აღსანიშნავია. ახალი უნივერსალი თუმცა უფრო დახვეწილად გამოიყურება, მაგრამ ამასთან, ტევადობის თვალსაზრისით არა მხოლოდ არაფერი დაუკარგავს, არამედ შეიძინა კიდევაც, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან საუბარი გვაქვს უტილიტარულ ავტომობილებზე. თან ახალი Astra ძალიან ჰგავს Insignia SportsTourer–ს, რაც უკვე მისი პლუსია. შეიძლება ითქვას, იგი ბევრად უკეთესადაც გამოიყურება, რადგანაც ,,მინიატურულ“ შესრულებაში ეს ფორმები გაცილებით უფრო საინტერესოდ არის წარმოჩენილი.
ახალ უნივერსალში მსხვილგაბარიტიანი ტვირთისათვის მაქსიმალური სიგრძე გაიზარდა 1835 მმ–ის ნიშნულამდე (28 მმ–ით), ხოლო მისი საერთო ტევადობა 1550 ლიტრს შეადგენს. რა თქმა უნდა ეს მაქსიმალური დატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ჩაკეცილი სავარძლების პირობებში, ხოლო თუ საუბარი გვაქს საბარგულის განყოფილების სტანდარტულ ტევადობაზე, იგი 500 ლიტრს უდრის. შედარებისათვის, კონკურენტებს VW Golf Variant–ის სახით ეს კომპონენეტი ოდნავ უკეთესი აქვს – მინიმუმ 560 და მაქსიმუმ 1550 ლიტრი. აღსანიშნავია ერთი მომენტიც. სიახლეს საბორბლე ბაზე იგივე დარჩა, რაც ჰეტჩს აქვს – 2685 მმ. ხოლო თუ გავიხსენებთ Astra უნივერსალის წინა თაობას, იქ მაშინ ბაზა არსებითად შეიცვალა ჰეტჩბექთან მიმართებაში.
ახალი უნივერსალი Astra–ს მყიდველებს ექნებათ შესაძლებლობა ძრავების 8 ვარიანტიდან არჩევანის გაკეთება. ყველა მათგანი, გარდა ყველაზე მცირესიმძლავრიანებისა, აღჭურვილია ექსვსსიჩქარებიანი ტრანსმისიით. ასევე წარმოდგენილი იქნება გადაცემათა ავტომატური კოლოფი ფუნქციით Active Select. დიზელის ძრავების ხაზი მოიცავს ოთხ ძრავას მოცულობით 1,3–დან 2 ლიტრამდე და სიმძლავრით 95–დან 160 ცხენის ძალამდე, ისინი ყველა აღჭურვილია დიზელის ფილტრით მკვრივი ნაწილაკების მოსაცილებლად –Diesel Particulate Filter. გარდა ევროპაში უფრო პოპულარული დიზელის ძრავებისა Astra–ს შეუძლია აგრეთვე 1,4 და 1,6 ლიტრის მოცულობის ბენზინის ძრავების შემოთავაზება, რომელთა სიმძლავრის დიაპაზონი 100–დან 180 ცხენის ძალამდე მერყეობს. ყველაზე უფრო საინტერესოდ გამოიყურება 1,4–იანი Turbo, რომელმაც შეცვალა 1,8 ლიტრის მოცულობის მქონე ძველი ატმოსფერული ძრავა.
ჯერჯერობით კომპანია ყველა იმ საიდუმლოს არ ხსნის, რაც მყიდველებისათვის მომზადებული აქვს სალონის ინტერიერის თვალსაზრისით, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელსაწყოთა პანელი და საჭის ბორბალი ალბათ არ შეიცვლება. არსებობს აგრეთვე ინფორმაცია, რომ ახალ უნივერსალში იქნება უფრო მეტი სხვადასხვა სასარგებლო ნიშა და სხვა საინტერესო სიახლეები. უკვე ეხლაც შეიძლება უკანა სავარძლების ჩაკეცვის ახალი სისტემის გამოჩენის აღნიშვნა, რომლებიც ტრადიციულად დაყოფილია პროპორციით 60% – 40%–ზე. მას საკმაოდ კორპორატიული სახელი დაარქვეს –FlexFold. ტრანსფორმაციისათვის ამჟამად მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა იქნება საჭირო, ამის შემდეგ ელექტრონიკა თქვენს ნაცვლად გააკეთებს მთელ სამუშაოს, ჩაწევს რა ზამბარიან სავარძლებს. თუ დაგჭირდებათ ავტომობილის მაქსიმალური ტევადობის გამოყენება, თქვენ გექნებათ აბსოლურურად სწორი იატაკის შექმნის შესაძლებლობა. გარდა ამისა, პრემიერისათვის ამზადებენ ველოსიპედების კარგად ცნობილი მისამაგრებლების ახალ თაობას FlexFix, რომელიც თითქმის იქცა ამ თაობის Opel–ის ავტომობილების სავიზიტო ბარათად.
საერთოდ, ამ ჰეტჩის მსოფლიო ბაზარზე გამოჩენის შემდეგ ყველა მაშინვე მიხვდა, რომ მოდელი ძალიან წარმატებული გამოვიდა და უბრალოდ განწირულია იმისათვის, რომ გახდეს ბესთსელერი. კომპანია უკვე აცხადებს ახალ ჰეტჩზე 160000 ათასი შეკვეთის არებობის თაობაზე, რაც განთავსდა ჯერ მხოლოდ გაყიდვების პირველი წლის ნახევარში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალმა უნივერსალმა ასეთი მოთხოვნილებით ისარგებლოს, მაგრამ სათანადო ნათესაური მხარდაჭერის შემთხვევაში გაცილებით უფრო ადვილად შეძლებს თავისი კლიენტების მოძიებას. გერმანიაში, ის რა თქმა უნდა ყურადღების გარეშე არ დარჩება, ისევე როგორც მთლიანად ევროპაშიც, ვინაიდამ კომპანიის სტატისტიკის მიხედვით ევროპაში გაყიდული Astra–ს მოდელების 25% უნივერსალია. თუ ამერიკელებიც კი რჩებიან განაწყენებულები, რომ მათთან ეს მოდელი ვერ ხვდება, შეგვიძლია თამამად გარკვეული დასკვნების გამოტანა. ახალი უნივერსალის პრემიერა დაგეგმილია ამ წლის შემოდგომაზე და ეს მოხდება პარიზში ავტოშოუს დროს. უნივერსალის გაყიდვები ნოემბრიდან დაიწყება.