11.06.2010
Mercedes-Benz-ი G-კლასს ,,თავს არ დაანებებს“
შარშან Mercedes-Benz G-Class-მა თავისი დაბადების 30-ე წლისთავი აღნიშნა, მაგრამ დღესდღეობითაც უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ მისი გარეგნობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ახალმა GL-Class-მაც კი, რომელიც გაბარიტებით განსხვავდება თავისი წინამორბედისაგან, მაგრამ ჰგავს მას მიზნობრივი აუდიტორიის თვალსაზრისით, ვერ შეანელა ინტერესი განთქმული ,,ბორბლბეზე აგურის“ მიმართ.
,,გელენმა“ - ასე მას უწოდებენ ჩვეულებრივ, რასაც ჰქვია თავის დროზე მიზანში გაარტყა. მისი ვინმესთან შედარებაც კი ძნელია. თუ დავითვლით უკანასკნელ განახლებებს, გამოდის რომ ეს უკვე მესამეა ამ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში. ბოლო ჯერზე ხელოსნებბა გაწიეს სერიზოული სამუშაოები სალონთან მიმართებაში, გადაწყვიტეს რა, რომ მათი ქმნილებისათვის დადგა დრო, რომ ფუფუნებაშიც კი შეეჯიბროს საუკეთესოებს. ამდენად მის შიგნით, ისევე როგორც სხვა წარმომადგენლობით Mercedes-Benz-ში - მინიშნებაც კი არ არის ასკეტიზმზე.
თანამედროვე საავტომობილო სამყაროში G-Class რასაკვირველია ოდნავ უცნაურად გამოიყურება. მისი მოჭრილი კუთხეები, კვადრატული ფარნები და მრგვალი განათება გარკვეულწილად ,,ველურად“ ჩანს ჰარმონიული ხაზების საერთო მასაში. მეორე მხრივ, ეს მისი პლიუსია. ყველაფერი ის, რაც საერთო რუხი მასისაგან მკვეთრად გამოირჩევა, ყურადღებას იქცევს. როგორც ეს უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, ამჯერად გადაწყვტიტეს არ შეხებოდნენ ამ სიახლის გარეგნობას. მოსალოდნელია, რომ იგი აღიჭურვება მხოლოდ ახალი დიზაინის საბორბლე დისკებით. სხვა მხრივ, ყველაფერი უცვლელი დარჩება - ამ შემთხვევაში სიახლეებს მხოლოდ ტექნიკური ხასიათი ექნებათ.
როგორც ჩანს, ინჟინერების მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მანქანას თანამედროვე იერი მიენიჭოს არა გარეგნული ცვლილებების განხორცილების, არამედ მისი ,,ევრო-5“-ის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გზით, რადგან ევროპელი მყიდველებისათვის დადგენილი ნორმების დაცვა წარმოადგენს მეტად უფრო პრიორიტეტულ საკითხს, ვიდრე, მაგალითად უკანა ხედის შეცვლილი ფარნების არსებობა.
მოცემული მომენტისათვის საერთო სურათი საკმაოდ პესიმისტურია - Mercedes-Benz G კლასის ყველა ვერსია, გარდა მოდიფიკაციისა Bluetec, ვერ პასუხობს ,,ევრო-5“-ის ნორმებს. წიმა მოდიფიკაციისაგან სწრაფი აჩქარებისა და სუპერმძლავრი ძრავის არსებობის გამო მიღებული სიამოვნების ფასი გამოიხატებოდა ბენზინის ხარჯვის სერიზოულ დონეში. ქალაქში აქტიური მოძრაობისას ავტომობილი რეალურად მოიხმარს დაახლოებით 23-24 ლიტრ ბენზინს (დოკუმენტაციით - 19,3 ლიტრს)
ივარაუდება, რომ G 500 მოდიფიკაციიდან კარგად ცნობილი 388 ცხენის ძალის ძრავის (ბრუნვითი მომენტით 530Hm და სამუშაო მოცულობით 5,5 ლიტრი) ნაცვლად დაიდგმება ძალიან მძლავრი 435-ძალიანი რვაცილინდრიანი ძრავა სამუშაო მოცულობით 4,7 ლიტრი, რომელიც ორი ტურბინით იქნება აღჭურვილი. მისი ბრუნვითი მომენტი ბევრად უფრო დამაჯერებელი იქნება - 700Hm. აპირებენ აგრეთვე ,,რეაქტიული აგურის“ კორექტირებასაც - G 55 AMG მოდიფიკაციის კომპრესული ძრავით V8, 507 ცხენის ძალის სიმძლავრით და ბრუნვითი მომენტით 700Hm. ამ მანქანას ამის შემდგომ ეწოდება, ისევე როგორც სხვა მოდელებს AMG ხაზიდან, - G 63 AMG. ამ ავტომობილზე არ დაიდგმება Mercedes-Benz-სათვის დამახასიათებელი 6,3 ლიტრიანი ძრავა. არის მოლოდინი, რომ ინჟინერებმა ამ მოდიფიკაციისათვის მოამზადეს სიურპრიზი - 5,5 ლიტრიანი V8 ორი ტურბოკომპრესორით. ამ აგრეგატის სიმძლავრეა 544 ცხენის ძალა, ხოლო ბრუნვითი მომენტი 800Hm.
სავარაუდოა, რომ ახალ სტანდარტს შეუსაბამებენ კომპანიის ხაზის სხვა ავტომობილებსაც. იმუშავებენ ისეთ მოდიფიკაციებთან, როგორიცაა ML 450 CDI, ML 63 AMG, GL 350 CDI და GL 450 CDI.
დღეს ეს ჯიპი გზაზე უდავო ავტორიტეტით სარგებლობს და სავსებით მოსალოდნელია, რომ ეს ასე სამომავლოდაც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ახალი ვერსიის ფასი ჩვეულებრივზე ოდნავ მეტი იქნება. მისი პრეზენტაცია დაგეგმილია Motor- შოუზე პარიზში.