31.05.2010
Peugeot-ის ექსპანსია სპორტული ავტომობილების სამყაროში
საკმაოდ საინტერესოა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ გამოყჰავთ ბაზარზე სულ ახალ-ახალი ავტომობილები ფრანგ ავტომწარმოებლებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს Peugeot-ის ექსპანსია სპორტული მოდიფიკაციების სამყაროში. ამასთან, თუ მოდელი Peugeot RCZ თავდაპირველად იქმნებოდა როგორც ერთგვარი სპორტულობის სინთეზი და, სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებულიც გამოვიდა, მისგან განსხვავებით Peugeot 308 GTI მოულოდნელად გამოჩნდა და იქცა უბრალოდ დამუშავებულ ჰეტჩბექად, რომელთაც დიდი რაოდენობით ნახავთ ჩვენს გზებზე. მთავარი კითხვა მოცემულ შემთხვევაში მდგომარეობს იმაში - შეძლებს თუ არა ეს სიახლე, რომ თავი დაიმკვიდროს ისედაც მეტად მჭიდროდ შევსებულ ,,ცხელი ჰეტჩების“ ნიშაში, თუ უბრალოდ დარჩება Peugeot-ის ერთ-ერთ მოდელად, რომელმაც საკუთარი ადგილი ვერ იპოვა?
რასაკვირველია, სპორტული წარმატებები ფრანგული ავტომწარმოებლისათვის უცხო არ არის და საამისოდ გარკვეული საფუძველი კინემატოგრაფის წყალობით უკვე შექმნილია, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი ჯერ აშკარად მზად არ არის Peugeot-გან GTI მიიღოს ისევე, როგორც ის იღებს, მაგალითად მის კონკურენტს VW-საგან - მოდელს GolfGTI. თუმცა, ჩვეულერივ ცხოვრებაში VW Golf და Peugeot 308 ორივე პრინციპში მაინც ვერ მოიაზრება სპორტული დიზაინის ნიმუშებად - უბრალოდ სამოქალაქო ჰეტჩბექებია.
Peugeot 308 GTI- ის სპორტულ ვერსიაშიც კი არ არის ის სპორტული ბრაზი და გამოწვევა - ის მეტად კეთილი და დამთმობია. ამ აზრის სისწორეში შეიძლება მარტივად დარწმუნდეთ მაშინაც, თუ ამ ავტომობილს უბრალოდ თვალს გადაავლებთ განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობის გარეშეც. GTI -ს სტილში გარეგნობა გამოიხატება, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, რამდენიმე მორიდებულ დეტალში. უპირველეს ყოვლისა, ეს არის კარბონის შეუცვლელი ზოლი ბამპერის ქვედა ნაპირზე, რომელიც ამასთანავე აქტუალურია მხოლოდ შიდა ფრანგული ბაზრისთვის. ამას ემატება უკანა დიფუზორი, რომელიც ნაცნობია Sport-ის მოდიფიკაციიდან, ქრომირებული მილების წყვილი და სხვა ძალიან მცირემნიშვნელოვანი დეტალები. ამ ყველაფრის შედეგად ვიღებთ არა ჩვეულებრივ 308-ს, არამედ იმ სპორტულ ჰეტჩს, რომლის ძალა იმდენად შეუმჩნეველია გარედან, რომ საჭიროა მისი შიგნით მოძებნა.
რაც საინტერესოა, ეს ძალა აღებულ იქნა RCZ-საგან, რაც, შესაბამისად, დაფიქრების საფუძველს იძლევა. რა თქმა უნდა, რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ 308-ს საკუთარ ძრავას შეუქმნიდნენ. ამდენად, ამ ჰეტჩის კაპოტის ქვეშ ამჟამად არის გერმანელებისა და ფრანგების ერთობლივი თანამშრომლობის 1.6 ლიტრიანი შედეგი. ძრავის სიმძალვრე 200 ცხენის ძალას შეადგენს 5500-დან 6800-მდე ბრ/წუთში შუალედში, ხოლო მისი მაქსიმალური ბრუნვითი მომენტი 275 Hm-ს უტოლდება, რაც ხელმისაწვდომია უკვე 1700 ბრ/წუთიდან და შენარჩუნდება 4500 ბრ/წუთამდე. ამ შემთხვევაში ტურბინა ირთვება უკვე 1000 ბრ/წუთის პირობებში, რაც ძრავას შესაძლებლობას აძლევს ბრუნვითი მომენტის პიკზე გავიდეს უკვე 1700 ბრ/წუთისათვის. ეს ძალოვანი აგრეგატი შეკავშირებულია გადაცემათა ექსვსაფეხურუბიან მექანიკურ კოლოფთან, რაც სასიამოვნო მოვლენად უნდა ჩაითვალოს.
ასეთი მონაცემებით ფრანგული GTI-ს 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 7,7 წამი სჭირდება, მაგრამ სპორტული მიზნებისათვის ეს შედეგი არც თუ ისე დამაჯერებელია. სხვათა შორის, მისი მაქსიმალური სიჩქარე 237 კმ/სთ-ში შეადგენს. აღსანიშნავია, რომ Peugeot RCZ 100 კმ/სთ-ში სიჩქარეს 7,5 წამში აღწევს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაზე ცუდი ამბავი არ არის. ბევრად უარესია ის ფაქტი, რომ მისი ძირითადი კონკურენტები სიჩქარის ამ პარამეტრს უფრო მალე აღწევენ: Focus ST - 6,8 წამში, ხოლო Golf GTI - 6,9 წამში. ერთადერთი, რითაც ფრანგულ GTI-ს შეუძლია რომ დაიკვეხნოს არის მისი ეკოლოგიურობა და ეკონომიურობა, რაც ამ კლასის ავტომობილების მყიდველებს აპრიორი არ აინტერესებთ.
GTI-ის ვერსიის სალონში, წინათ ნანახიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ცვლილებს არც არავინ გეგმავდა. ამდენად ისღა გვრჩება, რომ გაგვეხარდეს სპორტული საჭის არსებობა, რომელიც სიმართლე რომ ვთქვათ, რაღაც მეტად არასერიოზულად გამოიყურება, აგრეთვე ტყავის სავარძლებისა პედლებზე ალუმინის ზედნადებებით კომპლექტში და გადაცემათა კოლოფის განახლებული ბერკეტით.
საერთო ჯამში დიდად სპორტული მახასიათებლების მქონე ავტომობილი ვერ გამოვიდა. ამ ხარვეზის შევსება მოუხდათ გაძლიერებული მუხრუჭებისა და დამდაბლებული დაკიდების სისტემის მეშვეობით. წინ დააყენეს სამუხრუჭე დისკები 340 მმ-ის დიამეტრით, ხოლო უკან - 290 მმ-ის. დაკიდების სისტემა დაამდაბლეს 10 მმ-ით და გამოიყენეს ახალი ტიუნინგი. ფინალურ შტრიხად იქცა 18 დიუმიანი დისკები ფეერიული სახელწოდებით Lincancabur, რომლებიც ,,შემოსეს“ 225/40 R18 ზომის საბურავებით.
ამდენად, სუპერსიახლე Peugeot-საგან GTI-ის სახელით თავისი კარიერის სტარტზევე არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება. მისი გაყიდვა საფრანგეთში ა/წლის 10 ივნიდან დაიწყება, მაგრამ ნაკლებად სარწმუნოა, რომ მისმა გამოჩენამ აჟიოტაჟი გამოიწვიოს. ფასი საკმაოდ დიდი ივარაუდება - 26900 ევრო.