25.05.2010
Audi A1,,დასახლდა“ iPhone-ში
Audi სთავაზობს უფასო დამატებას Audi A1 Beat Driver-ს iPhone-სა და iPod Touch-სათვის.
ეს არის მრავალდონებიანი მუსიკალური თამაში, სადაც შეგიძლია ცხრა სხვადასხვა როკ-კომპოზიაციიდან აირჩიო ნებისმიერი. თამაშის მიზანია გაატარო ავტომობილი გზაზე, შეაგროვო რა საგნები და გვერდი აუარო დაბრკოლებებს.
ბონუსები, რომლებიც დროდადრო გხვდება, გეხმარება ქულების უფრო სწრაფად დაგროვებაში. დონეები იცვლება კომპოზიციებიდან გამომდინარე, რომელთაც ასრულებენ ისეთი გუნდები როგორიცაა Torpedo, La Roux, The Rakes და Lo-Fi-Fnk.
ახალი Audi, რომელსაც ბედმა არგუნა გამხდარიყო ყველაზე კომპაქტური ავტომობილი ამ საავტომობილო ნიშნის ისტორიაში, შეიძლება ადვილად ატარო iPhone-ის ან iPod Touch-ის სენსორულ ეკრანზე თითის მარტივი მოძრაობით.
თამაშს Audi A1 Beat Driver-ს, რომლის გადმოტვირთვა საიტიდან App Store შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება რეკორდების ონლაინ-ტაბულა. თავისი საუკეთესო შედეგების გაგზავნა შეიძლება მეგობრებთან, აგრეთვე მათი განთავსება სოციალურ ქსელებში Facebook-სა და Twitter-ში. ამას გარდა, მენიუში გათვალისწინებულია ინტერნეტ-დაგზავნაზე გამოწერის ფუნქცია ახალი Audi 1-ს შესახებ უკანასკნელი ცნობებითა და ინფორმაციით.
iPhone-ისა და iPod Touch-ისათვის Audi A1 Beat Driver-ის დამატების App Store-დან უფასოდ გადმოტვირთა უკვე დღესაც არის შესაძლებელი.