16.05.2010
Concorso d'Eleganza Villa d'Este 2010-ის ყველაზე ლამაზი ავტომობილები
იტალიაში დასრულდა ექსკლუზური ავტომობილების მე-12 ყოველწლიური ფესტივალი Concorso d'Eleganza Villa d'Este 2010.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები იუწყებიან, ტბა კომოს ნაპირებზე გამართულ შოუს ეწვია 5000-ზე მეტმა სტუმარმა, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა ხმის მიცემაში ყველაზე ლამაზი ავტომობილის ასარჩევად.
მაყურებელთა სიმპათიების კონკურსში გამარჯვებული გახდა 1955 წელს გამოშვებული სპაიდერი Maserati A6GCS, რომელიც ეკუთვნის კერძო კოლექციონერს აშშ-დან.
პროფესიონალურმა ჟიურიმ სხვა ავტომობილი შეარჩია - 1938 წლის გამოშვების უიშვიათესი კუპე Talbot-Lago T150 - Teardrop -ის ტიპის უნიკალური ძარით, რაც ითარგმნება როგორც ,,ცრემლი“. მისი ნარნარი მოხაზულობა მართლაც მოგაგონებს გვერდზე დაწვენილ წვეთს.
ამას გარდა, სპეციალური ნომინაცია იყო გამოყოფილი თანამედროვე კონცეფტის ან პროტოტიპისთვის, რომელიც განსაკუთრებით ელეგანტური და არასტანდარტული დიზაინით გამოირჩევა. ამ წელს ეს ჯილდო მოიპოვა ცნობილი ატელიე Zagato-ს მიერ შექმნილმა კონცეფტმა Alfa Romeo TZ3 Corsa.