განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
11 ივნისი, 2026. ხუთშაბათი
GE
GE
სიახლეები ავტომოყვარულთათვის
08.05.2010
პეკინის Motor-შოუს მთავარი სიახლეები

პეკინის Motor-შოუსაგან მოლოდინი ამ წელს ბევრად უფრო დიდი იყო წინა წლებთან შედარებით. ის დრო წავიდა, როდესაც ასეთი გამოფენები ,,გამსვლელად“ ითვლებოდა, ამჟამად ჩინეთი არის მსოფლიოში უმსხვილესი საავტომობილო ბაზარი და ამ ფორუმზე წარმატებით გამოსვლა ღირსების საქმეა არა მხოლოდ თავად ჩინელებისათვის, არამედ ავტოწარმოების მსოფლიო ლიდერებისთვისაც. თუმცა, მოლოდინების მიუხედავად, მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლებისაგან სიახლე არც თუ ისე მრავლად იყო წარმოდგენილი.

Volkswagen-მა აჩვენა რესტაილინგური Phaeton–ი. ამჯერად გადაწყვეტილია, რომ  ,,ხელმძღვანელებისათვის სახალხო ავტომობილის“ გასაღების მთავარი ქვეყანა სწორედ ჩინეთი იქნება. ავტომობილზე გარეგნული ცვლილებები ძალიან შესამჩნევი არ არის: სხვა წინა ოპტიკა, რომელიც დაყვანილია ახალ კორპორატიულ სტილისტიკამდე, ბამპერები და ზოგიერთი სხვა წვრილმანი. მცირე ძალისხმევითაც გერმანელებმა ნამდვილად შეძლეს მანქანის იერის განახლება. იგი ახლა სავსებით ,,დონედ“ გამოიყურება. ძრავები Volkswagen Phaeton-ს იგივე დარჩა: სამლიტრიანი ტურბოდიზელის V6 237 ცხენის ძალის სიმძლავრის და ბენზინის W12 444 ცხენის ძალის სიმძლავრის. ამ მოდელის გაყიდვა ევროპაში სტარტს აიღებს მიმდინარე წლის ოქტომბერში ფასით 51 ათასი ევროდან.

Phaeton-ის გარდა ნაჩვენები იყო აგრეთვე განახლებული Tiguan. ამ შემთხვევაში აქ სახეზეა მხოლოდ წინა ნაწილის პლასტიკური მოპირკეთება, ხოლო ყველა ტექნიკური მახასიათებელი უცვლელი დარჩა. ჯერ ბუნდოვანია, თუ როდის უნდა ველოდოთ ევროპაში ამ რესტაილინგური ქროსსოვერის გამოჩენას. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს მოდელი მხოლოდ ჩინური ბაზრისთვის იყოს განკუთვნილი.

ბევრად უფრო საინტერესოა კონცეფტუალური სედანი BMW Concept Gran Coupe, რომელიც შექმნილია Mercedes CLS-ის საპირწონედ. რამდენად სავარაუდოა სერიული ვერსიის გამოჩენა - ეს შეკითხვად რჩება, მაგრამ კონცეფტის მოპირკეთების მაღალი დონე აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მანქანა მზადაა სერიული წარმოებისათვის. სავსებით სავარაუდოა, რომ კონვეიერზე დადგება სამივე ვერსია ერთად: ტრადიციული ორკარებიანი კუპე, გამოფენაზე ნაჩვენები სედანი და კაბრიოლეტი. მანქანა მართლაც ბრწყინვალედ გამოიყურება: კრის ბენგლის გარეშე ბავარიელები თავიანთ ტრადიციულ სტილს უბრუნდებიან.

,,დაუძინებელი“ კონკურენტი Mercedes-იდან პასუხიც დაუყოვნებლივ მოჰყვა: ისინიც აწყობენ ექსპერიმენტებს CLS-ის ძარის ახალ ვერსიებთან და ამჯერად კუპეს ნაცვლად სამომავლო სიახლე წარსდგა უნივერსალის - Shooting Brake-ის სახით. ეს მანქანა ჩაფიქრებულია არა იმდენად ტვირთის, არამედ სტილის გამო. შანსები იმისა, რომ ამგვარი მანქანა კონვეიერამდე მივა ამასობაში ძალზედ მცირეა, მაგრამ ამ პროტოტიპის სტილიდან კარგად ჩანს, თუ როგორი იერი ექნება ახალ CLS-ს. ღირსეული პასუხია Gran Coupe-ს მიმართ.

GM-ს არ შეეძლო თავი არ გამოეჩინა პეკინში, მაგრამ მოამზადა არასაკმაოდ ლოგიკური რამ. ვინაიდან Volt-მა ჯერ ვერ მოასწრო კონვეიერზე დადგომა, მაგრამ უკვე საკმაოდ მობეზრდა ყველას, იგი შეცვალეს Following Volt MPV5 Concept-ით, რომელიც წარმოადგენს სამომავლო ქროსსოვერს Orlando-ს წინა ნაწილით Volt-ისაგან. ძალოვანი დანადგარი აქ Volt-ის ანალოგიურია, - 150-ძალიანი ელექტროძრავა 1,4 ლიტრიანი ბენზოგენერატორით და მაქსიმალური გარბენით 400 კმ.

MG, რომელიც SAIC-ის წარმოების ქოლგის ქვეშ იმყოფება, საკუთარი თავი ყველას შეახსენა კონცეფტით MG Zero და ეს წარმატებით გააკეთა. ევროპული კლასიფიკაციით B სეგმენტის მანქანის სერიული წარმოება უკვე მომავალ წელს უნდა დაიწყოს და იგი ზუსტად მოერგება ევროპულ ბაზარს.

მდიდრულ ქალაქის სუბკომპაქტებზე მოთხოვნილება თვიდან თვემდე იზრდება. მაგრამ, სამწუხაროდ ბრიტანელებს რაიმე ტექნიკური ინფორმაცია არ წარმოუდგენიათ. მაგრამ დადებითი ის არის, რომ საერთოდ გადაწყვიტეს ავტომობილის ჩვენება. მანქანა კი მართლა ძალიან კარგი გამოვიდა. თუ ესე გაგრძელდება, ბრიტანელები დაკარგული პოზიციების აღდგენას ჩინური ფესვებითაც შეძლებენ.

Hyundai-მა სრულიად მოულოდნელად აჩვენა ახალი Accent/Verna. სედანი იმავე სტილშია გაფორმებული, რაც უკანასკნელი Sonata და ეს ახალი სტილი ამ მანქანას ძალიან უხდება. მას აღარ აქვს ის კუთხოვანობა და არასერიოზულობა, რის გამოც Accent-მა ვერ შეძლო გამხდარიყო ბესთსელერი კორეის ფარგლებს გარეთ. ამ სიახლეს 2 ძრავა აქვს, ორივე ბენზინისაა: 1,4 ლიტრიანი 107-ძალიანი და 1,6-იანი - 121 ცხენის ძალის მქონე. გადაცემათა კოლოფის 2 არჩევანია: ექვსსაფეხურებიანი ,,მექანიკა“ და ტრადიციული ოთხსაფეხურებიანი ,,ავტომატი“.

და რასაც არავინ ელოდა - ეს არის Mitsuoka თავისი ახალი კაბრიოლეტით. ეს დებიუტი სენსაციას უდრის: Galue Convertible-ის საფუძვლად აიღეს… Ford Mustang! ნებისმიერს, ვისაც რამე გაუგონია Mitsuoka-ზე, იცის, რომ ისინი რეგულარულად აწარმოებენ ასეთ რეტროქმნილებებს იაპონური ავტომობილების ბაზაზე. რამ უბიძგა საფუძვლად Mustang-ის შესარჩევად - გამოცანაა. ისევე როგორც ამ სიახლის პერსპექტივები: ტექნიკის ეს საოცრება საუკეთესოდ არ გამოიყურება.
ხოლო ის, რაც გამოფენის მასპინძლებმა ,,ჩაიდინეს“ - ჩინელებმა, ამას ერთი სტატიის ფარგლებში ვერ აღწერ, ეს ცალკე მასალისთვის თემაა...
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121