02.05.2010
კომპანია Toyota-ამ წარადგინა განახლებული სედანი
რესტაილინგური ჰეტჩბეკის Toyota Auris-ის შემდეგ, რომლის დებიუტი ჟენევაში შედგა, იაპონურმა კომპანიამ განაახლა აგრეთვე სედანი Corolla. მოდერნიზებული ავტომობილი ევროპაში გაყიდვაში გაჩნდება უკვე მაისში.
რესტაილინგური Corolla-ს წინამორბედისაგან განსხვავება მარტივია: სიახლეს აქვს სხვანაირი წინა ბამპერი მსხვილი ჰაერშემკრებით, უფრო მასიური რადიატორის ბადე, აგრეთვე ახალი უკანა ბამპერი და მოდერნიზებული უკანა ფარები. ამას გარდა, Corolla-ს განახლებული ვერსიისათვის შემოთავაზებული იქნება ორიგინალური 16-დიუმიანი საბორბლე დისკები, ხოლო გვერდით სარკეებზე გაჩნდება მოსახვევის სიგნალის გამმეორებლები.
სალონში არის დამუშავებული აუდიოსისტემა USB-ის შემაერთებლითა და Bluetooth პროტოკოლის მხარდაჭერით მობილური ტელეფონის ჩასართველად. დამატებით, ახალი ავტომატური დაბურვის უკანა ხედვის სარკე მასში ინტეგრირებული 3,3 დიუმიანი დისპლეით, რომელზედაც ხდება უკანა ხედვის კამერის სურათის გამოყვანა.
ძრავების ხაზი მოიცავს 1,3 და 1,6-ლიტრიან ბენზინის ძრავებს, ამასთან საბაზისო ძრავა ევროპაში აღიჭურვება სისტემით ,,სტოპ-სტარტ“, აგრეთვე 1,4 და 2,0-ლიტრიან დიზელის აგრეგატებს.
შეიცვლება თუ არა ფასები რესტაილინგური Toyota Corolla-ზე, ჯერ უცნობია