განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
11 ივნისი, 2026. ხუთშაბათი
GE
GE
ტექნოლოგიური სიახლეები
16.11.2010
Facebook-ის საფოსტო სერვის შესახებ მარკ ცუკერბერგმა ისაუბრა
 
Facebook-ის შემქმნელმა, მარკ ცუკერბერგმა სან-ფრანცისკოში ახალი საფოსტო სერვისის პრეზენტაცია გააკეთა. ახალი სისტემის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ სერვისი აერთიანებს სოციალური ქსელის შეტყობინებებს, SMS-ებს, ჩათის საუბრებს და ელექტრონულ წერილებს ერთ საფოსტო ყუთში მისამართზე @facebook.com. ავტომატურ რეჟიმში მოხდება მეგობრების შეტყობინებების დაჯგუფება ცალკე განყოფილებაში. მარკ ცუკერბერგმა ახალ სერვისს ”დამატება” უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს კონკურენციის გაწევას მსხვილი საფოსტო სერვისებისთვის. ახალი სერვისი ხელმისაწვდომი იქნება Facebook-ის ყველა მომხმარებლისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ სერვისისთვის Facebook გეგმავს მოკლე მისამართის fb.com გაშვებას.
 
ინფორმაციის წყარო: http://www.navigator.ge
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121