განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
11 ივნისი, 2026. ხუთშაბათი
GE
GE
ტექნოლოგიური სიახლეები
22.09.2010
ბიომეტრულ პასპორტებზე შეღავათი მიმდინარე წლის ბოლომდე გავრცელდება
2011 წლის 1 იანვრიდან ძალას კარგავს ბორჯღალოს გამოსახულებიანი საქართველოს მოქალაქის პასპორტი. მხოლოდ მათ, ვისაც აქვთ ამ ტიპის მოქმედი პასპორტი, შესაძლებლობა ეძლევათ 2011 წლის 1 იანვრამდე შეცვალონ ისინი მაღალტექნოლოგიური ბიომეტრიული პასპორტით 100 ლარის ნაცვლად 65 ლარად.
 
ბორჯღალოს გამოსახულებიანი პასპორტი ძალას მაშინ შეინარჩუნებს, თუ მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფება. საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ბორჯღალოს გამოსახულებიანი პასპორტი ძალაშია მოქალაქის საქართველოში დაბრუნებამდე ან  საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის ახალი პასპორტის მიღებამდე.
 
ცნობისათვის, მათ, ვისაც აქვთ ბორჯღალოს გამოსახულებიანი პასპორტი მოქმედი ვიზით, ბიომეტრიული პასპორტის მიღების შემთხვევაში შეუნარჩუნდება ძველი პასპორტიც. საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები ძველი პასპორტით მხოლოდ საქართველოში შემოსვლას შეძლებენ, ხოლო საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის ბორჯღალოს გამოსახულებიან პასპორტთან ერთად ახალი ბიომეტრიული პასპორტის წარდგენაც იქნება სავალდებულო.
 
რაც შეეხება 2006 წლიდან 2010 წლის მაისამდე გაცემულ ახალსიმბოლიკიან პასპორტებს, იგი ვადის გასვლამდე ძალაშია და პასპორტის შეცვლა სავალდებულო არ არის.
 
ინფორმაციის წყარო: http://www.navigator.ge
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121