ინტერნეტ-მაღაზიამ Amazon ელექტორნული წამკითხველი Kindle დააპატენტა. დაპატენტებაზე მოთხოვნა 2006 წელს იყო გაკეთებული, ხოლო თანხმობა კომპანიამ მიმდინარე წლის 6 ივლისს მიიღო. პატენტში აღწერილია ორი ეკრანით აღჭურვილი მოწყობილობა, რომლის მსგავსი ელექტონული წამკითხველი ასევე პოპულარულ ინტერნეტ-მაღაზიას Barnes&Noble გააჩნია. ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა Amazon რაიმე სახის გადაწყვეტილებას Barnes&Noble-ის წინააღმდეგ. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე დაპატენტების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.