განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
11 ივნისი, 2026. ხუთშაბათი
GE
GE
ტექნოლოგიური სიახლეები
13.10.2010
სოციალური ქსელების მომხმარებლებზე ვირუსული შეტევების რაოდენობა იზრდება
ვანკუვერში გამართულ კონფერენციაზე Virus Bulletin ანალიტიკოსებმა წარმოადგინეს სტატისტიკური კველევები, რომლის მიხედვითაც სოციალური ქსელების მომხმარებლებზე ვირუსული შეტევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. განსაკუთრებით ხშირი შემთხვევებია დაფიქსირებული სამუშაო საათებში, როდესაც ამა თუ იმ კომპანიის თანამშრომლები ინფორმაციის გაცვლისთვის აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ მიმართულებით საჭიროა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღება. აღნიშნული პროლემა შესაძლებელია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს IT-სისტემისთვის. ანალიტიკოსები კომპანიებს ურჩევენ, განსაკუთრებით გააკონტროლონ კომპანიის პირადი ინფორმაციის ვირტუალური საცავი და თანამშრომელთა მუშაობის რეჟიმი, რომლებიც სამუშაო კომპიუტერებს პირადი მიზნებისთვის იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კიბერ-დანაშაულებების რაოდენობა სწორედ ამ მიმართულებით იზრდება.
 
ინფორმაციის წყარო: http://www.navigator.ge
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121