განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
11 ივნისი, 2026. ხუთშაბათი
GE
GE
ტექნოლოგიური სიახლეები
13.05.2010
კიბერდანაშაულის საკითხზე თბილისში რეგიონალური კონფერენცია გაიმართება
 
ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მონაწილეობით, კიბერდანაშაულის შესახებ ერთობლივი პროექტის ფარგლებში 13-14 მაისს რეგიონალური კონფერენცია გაიმართება. პროექტის ოფიციალური დახურვის ცერემონია 14 მაისს მოეწყობა.
 
რეგიონულ კონფერენციაზე ყურადღება დაეთმობა კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ექსპერტები და წარმომადგენლები როგორც ცალკეული სახელმწიფოებიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ესტონეთი, იტალია, მოლდოვეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, რუმინეთი, ესპანეთი, თურქეთი, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი, ასევე ინტერპოლიდან და კერძო სექტორიდანაც.
 
მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ კიბერდანაშაულთან ბრძოლის არსებულ პრაქტიკასა და გამოცდილებას. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაზრდა კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია კიბერდანაშაულის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციასთან, რომელსაც საქართველომ ხელი 2008 წლის 1 აპრილს მოაწერა, ასევე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა და მოსამართლეთა სპეციალური მომზადება-ტრენირება.
 
 
ინფორმაციის წყარო: http://www.navigator.ge
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121