04.08.2010 Google-მა Chrome-ის ექსპერიმენტული ვერსია გამოუშვა
კომპანია Google-მა Chrome-ის ექსპერიმენტული ვერსია წარმოადგინა. Chrome Canary Build მოიცავს ყველა იმ განახლებებს, რაც Google Chrome-ს გააჩნია. ამასთანავე, ვებ-ბრაუზერი განახლებებს ავტომატურად აკეთებს. ჯერ-ჯერობით, ახალი ვერსია მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი, რაც ოპერაციული სისტემისთვის Windows არის განკუთვნილი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, Canary Build შეიქმნა სპეციალურად იმ დეველოპერებისთვის, რომლებიც ბრაუზერის განახლებებს ტესტავენ.