18.06.2010
2010 წელს მსოფლიო მასშტაბით კომპიუტერული გაყიდვები 20%-ით გაიზრდება
ანალიტიკური კომპანია IDC-ის განცხადებით, 2010 წელს მსოფლიოს მასშტაბით კომპიუტერის გაყიდვების წილი 20%-ით გაიზრდება.
მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე 350 მილიონზე მეტი კომპიუტერი გაიყიდება. გაყიდვების უდიდესი წილი პორტატიულ მოწყობილობებზეა გადანაწილებული.
გასულ წელთან შედარებით, გაყიდვების მაჩვენებელი 28%-ით არის გაზრდილი. კომპანია IDC ასევე გრძელვადიან პროგნოზს აკეთებს. 2014 წლისთვის, ანალიტიკური კომპანიის წინასწარი გათვლებით, დაახლოებით 570 მილიონი კომპიუტერული მოწყობილობა გაიყიდება, აქედან პორტატიული მოწყობილობების წილი 427 მილიონია. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია IDC ანალიტიკური კვლევების დროს გასული წლების სტატისტიკური მონაცემების მაჩვენებლებს ეყრდნობოდა.