08.10.2010
Facebook მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს
Facebook-ის ადმინისტრაციამ მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეები შესთავაზა. მარკ ცუკერბერგის თქმით, სერვისის სრულყოფა ერთდოულად რამდენიმე სერვისს შეეხო. აღსანიშნავია, რომ Facebook-ის მომხმარებლებს ერთი ჯგუფის შიგნით რამდენიმე ადამიანთან ერთდროული ჩათის საშუალება მიეცემათ. ასევე მომხმარებელი თითოეული პოსტიდან მიიღებს იმ შეტყობინენბებს, რომლებიც მის ჯგუფში გამოქვეყნდება.
ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ეს ადამიანებს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნონ ყველა მათთვის საინტერესო პოსტებს. მომხმარებელს მისი სურვისლის შესაბამისად შეტყობინებების e-mail-ზე მიღებაც შეეძლება. დადასტურების გარეშე "ჯგუფები" იქნება დახურული, ხოლო მათში გამოქვეყნებული ინფორმაცია მხოლოდ ერთ ჯგუფში გაერთიანებული მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჯგუფის შექმნისას ასევე იქნება შესაძლებელი კონფედენციალობის ხარისხის არჩევა. მაგალითად, კატეგორიაში "Secret" ჯგუფის მონაწილეთა სია და მათი დასახელებაც კი დაფარული იქნება გარეშე პირებისთვის, კატეგორიაში "open" კი ეს ინფორმაციები ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ამიერიდან Facebook–ის მომხმარებლებს სოციალურ ქსელში ჩატვირთული თავიანთი პირადი მონაცემების ასლების ერთ zip-არქივში შენახვის საშუალება მიეცემათ. პერსონალურ არქივს მომხმარებელი თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენებს, მათ მონაცემების სხვა საიტებზე ჩატვირთვის შესაძლებლობაც ექნებათ.
ინფორმაციის წყარო: http://www.navigator.ge