15.08.2010 მაისში შესრულებული 116356 სანოტარო მოქმედებიდან 449 განცხადება ონლაინ რეჟიმში დამოწმდა
საქართველოს ნოტარიუსებმა 2010 წლის მაისის თვეში ქვეყნის ტერიტორიაზე 116356 სანოტარო მოქმედება შეასრულეს. ამასთან, საინტერესოა პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული განცხადებების სტატისტიკა. ონლაინ რეჟიმში მაისის თვეში 449 განცხადება დამოწმდა. პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში, განცხადებების დამოწმების პრაქტიკა საქართველოში 2010 წლის 20 იანვრიდან, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაინერგა. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 17 აგვისტოდან საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსი გადავიდა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა და გაამარტივა მოქალაქეთა მომსახურება. დაინტერესებულ პირს სანოტარო პალატის ვებ-გვერდზე, სახლიდან გაუსვლელად შეუძლია გადაამოწმოს რეგისტრირებულია თუ არა მისი სანოტარო აქტი.