განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
25 აპრილი, 2024. ხუთშაბათი
GE
GE
 ბრაზილია
ბრაზილია – მშვენიერი ეგზოტიკური ქვეყანა, ულამაზესი პლაჟებით, ძველი ინდიელების ტრადიციებით და კოლორიტული კოლონიალური არქიტექტურით. ბრაზილია კონტინენტზე ყველაზე განვითარებულ ქვეყნად ითვლება.

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა - სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე დიდი სახელმწიფო. ბრაზილია კონტინენტის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებს იკავებს (კონტინენტის 43,3 პროცენტი.

ბრაზილია თითქმის ყველა სამხრეთამერიკულ ქვეყანას ესაზღვრება (ჩილეს და ეკვადორის გარდა). ჩრდილოეთით – საფრანგეთის გვიანა, სურინამი, გაიანა, ვენესუელა; დასავლეთით – კოლუმბია, პერუ, ბოლივია; სამხრეთ-დასავლეთით – პარაგვაი, არგენტინა; სამხრეთით – ურუგვაი. ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით ბრაზილიას ატლანტიკის ოკეანე ესაზღვრება. ბრაზილიასვე უკუთვნის ატლანტიკის ოკეანეში არსებული ბევრი კუნძულიც (ფერნანდუ დი ნორონია, სან-პაულო, ტრინდადი, როკასი, მარტინ ვასი).

ბრაზილიის სანაპირო ზოლის სიგრძეა 7.4 ათასი კმ. მართალია, სანაპირო ზოლი მკვეთრად გამოხატული არ არის, მაგრამ აქვს ბევრი ყურე და სანაპირო, რომლებიც ბუნებრივი ნავსადგურების მოვალეობას ასრულებენ.

ლევონ თრეველი - ბრაზილია, “ათასი სახის” ქვეყანა, ბრაზილიაში დასვენება ეს არის ზუსტად ის რაც თქვენ გჭირდებათ!
თუ თქვენ გაგიმართლათ და მოხვდით რიოს კარნავალზე, ან რესიფეს და ბელუ-ორიზონტის ფანტასტიურ სანაპიროებზე, ან გადასერეთ ამაზონის ჯუნგლები, ან დაესწარით საფეხბურთო მატჩს მარაკანას ლეგენდარულ სტადიონზე, ჩათვალეთ რომ თქვენს ცხოვრებას ფუჭად არ ჩაუვლია.
ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121