|
ბრაზილია |
|
|
ბრაზილია – მშვენიერი ეგზოტიკური ქვეყანა, ულამაზესი პლაჟებით, ძველი ინდიელების ტრადიციებით და კოლორიტული კოლონიალური არქიტექტურით. ბრაზილია კონტინენტზე ყველაზე განვითარებულ ქვეყნად ითვლება.
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა - სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე დიდი სახელმწიფო. ბრაზილია კონტინენტის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებს იკავებს (კონტინენტის 43,3 პროცენტი.
ბრაზილია თითქმის ყველა სამხრეთამერიკულ ქვეყანას ესაზღვრება (ჩილეს და ეკვადორის გარდა). ჩრდილოეთით – საფრანგეთის გვიანა, სურინამი, გაიანა, ვენესუელა; დასავლეთით – კოლუმბია, პერუ, ბოლივია; სამხრეთ-დასავლეთით – პარაგვაი, არგენტინა; სამხრეთით – ურუგვაი. ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით ბრაზილიას ატლანტიკის ოკეანე ესაზღვრება. ბრაზილიასვე უკუთვნის ატლანტიკის ოკეანეში არსებული ბევრი კუნძულიც (ფერნანდუ დი ნორონია, სან-პაულო, ტრინდადი, როკასი, მარტინ ვასი).
ბრაზილიის სანაპირო ზოლის სიგრძეა 7.4 ათასი კმ. მართალია, სანაპირო ზოლი მკვეთრად გამოხატული არ არის, მაგრამ აქვს ბევრი ყურე და სანაპირო, რომლებიც ბუნებრივი ნავსადგურების მოვალეობას ასრულებენ.
|
 |
ლევონ თრეველი - ბრაზილია, “ათასი სახის” ქვეყანა, ბრაზილიაში დასვენება ეს არის ზუსტად ის რაც თქვენ გჭირდებათ! თუ თქვენ გაგიმართლათ და მოხვდით რიოს კარნავალზე, ან რესიფეს და ბელუ-ორიზონტის ფანტასტიურ სანაპიროებზე, ან გადასერეთ ამაზონის ჯუნგლები, ან დაესწარით საფეხბურთო მატჩს მარაკანას ლეგენდარულ სტადიონზე, ჩათვალეთ რომ თქვენს ცხოვრებას ფუჭად არ ჩაუვლია. |
|
|
|
|
|
All trademarks and logos are the property of their respective owners
|
© 2023 ARIS.GE LTD
App #3, 47 Kostava street,
Tbilisi, 0171, Georgia
phone: (+995 32) 2192121
|
|
|