განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
01 მარტი, 2021. ორშაბათი
GE
GE
 ისრაელი
ისრაელი – მსოფლიოს ერთ-ერთი გასაოცარი ქვეყანა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ერთ ციცქნა ტერიტორიაზე მდებარეობს. შემოსაზღვრულია მთებით, ტყეებით და უდაბნოებით. ისრაელს მსოფლიოს სამი რელიგიის მიმდევრები - იუდეველები, ქრისტიანები და მუსულმანები წმინდა მიწად აღიარებენ.

ქვეყანა მდებარეობს ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის ჩრდილოეთით ლიბანი მდებარეობს, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით სირია. ქვეყნის აღმოსავლეთით იორდანია და სამხრეთ-დასავლეთით ეგვიპტე. დასავლეთით ხმელთაშუა ზღვა (სანაპირო ზოლის სიგრძე 230 კმ), სამხრეთით კი წითელი ზღვა მდებარეობს (სანაპირო ზოლის სიგრძე 12 კმ). საზღვრის მთლიანი სიგრძეა 1125კმ.

ისრაელის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ზღვისპირულ დაბლობზე ცხოვრობს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლს გასდევს. ქვეყნის სამხრეთ ნაწილის თითქმის ნახევარი ნეგევის უდაბნოს უჭირავს. აქ მოსახლეობის დაახლოებით 8 პროცენტია დასახლებული. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს გოლანის მაღლობები და თოვლიანი ხერონის მთა. ქვეყნის ერთადერთი მტკნარი წყლის საცავი ქინერეთის (იგივე გალილეის) ტბაა, რომელიც იორდანის დაბლობზე მდებარეობს. იგი ქვეყნის ჩრდილოეთიდან იორდანის საზღვრის გაყოლებით არაბეთის უდაბნომდე, მკვდარ ზღვასთან მიდის.

მდინარე იორდანე მარაგდება ქერმონის მთებიდან გამოსული პატარა მდინარეებით, რომელიც ხულას ნაყოფიერ ხეობას გაივლის და ქინერეთის ტბაში ჩაედინება, აქედან იორდანე კვლავ აგრძელებს გზას და იორდანის ხეობის გავლით მკვდარ ზღვაში ხვდება. ისრაელის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს გალილეის, სამარის და იუდეის მთების მასივი იკავებს. ქვეყნის მთავარი საკურორტო ქალაქია პორტ ეილათი, რომელიც სამხრეთით, ეილათის ყურის სანაპიროზეა გაშენებული. ქალაქი წითელი ზღვის ნაწილია. ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთით ისრაელ-ლიბანის საზღვარზე, ხმელთაშუა ზღის სანაპიროზე საპორტო ქალაქი როშ-ხა-ნიკრა მდებარეობს. ქვეყნის სამხრეთის უკიდურესი წერტილი კი სასაზღვრო პუნქტი ტაბაა. ისრაელის მთლიანი ტეროტია ქვეყნის ცენტრის, ცეცხლის შეწყვეტის ზონამდე, პალესტინის ავტონომიის ჩათვლით 27, 800 კვ. კმ. ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე ქვეყნის ფართობია 470 კმ, ხოლო სამხრეთიდან დასავლეთამდე ყველაზე ფართო ადგილის ჩათვლით 135 კმ. ქვეყნის ყველაზე მაღალი ადგილია ქერმონის მთა (2 224მ.), ყველაზე დაბალი ადგილი კი მკვდარი ზღვის ფსკერია (400 მ. მსფოლიოს ოკეანეების დონეზე დაბალია), აღსანიშნავია რომ ეს ადგილი არა მარტო ისრაელში, არამედ მთელს დედამიწაზე ყველაზე დაბალი ადგილია.

ისრაელის დედაქალაქი - თელ-ავივი. ქალაქის მოსახლეობა 600 ათასზე მეტია. ისრაელის მსხვილი ქალაქებია: თელ-ავივი (გარეუბნების ჩათვლით მოსახლეობის რაოდენობა 1 მლნ-მდე ადის), ხაიფა (270 ათასი მოსახლე, გარეუბნების ჩათვლი 400 ათასამდე აღწევს), ბერშევა (150 ათასზე მეტი მოსახლე), ნათანია (დაახლოებით 150 ათასი), აშოდი (დაახლოებით 130 ათასი), აშკელონი (დაახლოებით 90 ათასი), ნაზარეთი (დაახლოებით 55 ათასი), ტვერია (დაახლოებით 40 ათასი), ეილათი (დაახლოებით 40 ათასი).


დედაქალაქი: იერუსალიმი
ოფიც. ენები: ებრაული,არაბული
მთავრობა:საპარლამენტო დემოკრატია
- პრეზიდენტი შიმონ პერესი
- პრ.-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ
საერთო ფართობი: 20,770 კმ²
მოსახლეობა (2007წ): 7,184,000
ვალუტა: ახალი შეკელი(ILS)
დროის სარტყელი: (UTC +2სთ.) (საქართველოს დრო – 1 საათი)
სატელეფონო კოდი: +972


საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში
დანიშნული ელჩი:  -ნი ვახტანგ ჯაოშვილი

მდებარეობა: .თელ-ავივი, ისრაელი
მისამართი: 3, Daniel Frisch , Tel- Aviv, - 64731
ფაქსი: +(972 3 )609-32-05
ტელეფონი: +(972 3 )609-32-07 ; 609-31-56
ელ–ფოსტა: geoemba@netvision.net.il
ვებ-გვერდი: www.israel.mfa.gov.ge

ისრაელის საელჩო საქართველოში
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი: ბატონი იცხაკ გერბერგით

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61
ტელ: 96-44-57, 95-17-09, 96-02-13
ფაქსი: 95-52-09
ელ-ფოსტა: press@tbilisi.mfa.gov.il
ვებ–გვერდი: http://tbilisi.mfa.gov.il

ჯითი-თრეველი - მოილოცეთ წმინდა ადგილები, დაისვენეთ ისრაელში!
დასვენების და მკურნალობის შესანიშნავი გარემო, მკვდარი ზღვა. ორთოდოქსი ებრაელების ეგზოტიური სამყარო. სადაც აღმოცენდა სამი წამყვანი რელიგია. გაემგზავრეთ უნიკალურ და დალოცვილ მიწაზე – ისრაელში!
ლეთს თრეველი - გაემგზავრეთ და დატკბით ბიბლიური მიწის ღირშესანიშნაობებით
ყოველი მორწმუნე ოცნებობს გაემგზავროს ბიბლიურ მიწაზე სადაც დაიბადა იესო და თავი შესწირა კაცობრიობას.
ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2021 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121