09.05.2012 ზარაფხანა კომპანია "ზარაფხანამ" ახალი ფილიალი გახსნა! კომპანია "ზარაფხანა'' ქსელის გაფართოებას განაგრძობს. ახალი ფილიალი გლდანში ამოქმედდა, სადაც პრემიუმთან ერთად ეკონომ კლასის კოლექციები გამოიფინა.
გარდა ამისა, კომპანიის კიდევ ერთი მაღაზია ზუგდიდში ამოქმედდა. "ზარაფხანას" ქსელი უკვე 11 მაღაზიას აერთიანებს, მათგან 7 თბილისში მოქმედებს. უახლოეს მომავალში ახალი მაღაზიის გახსნა მარნეულში იგეგმება.