„ბანკი ქართუ“-ს VISA Platinum-ის ექსკლუზიური პაკეტი სპეციალურად წარმატებული ადამიანებისთვის შეირჩა. ის ხაზს უსვამს ბარათის მფლობელის სტატუსს და მორგებულია მფლობელის ცხოვრების სტილზე.
VISA Platinum-ი თავის მომხმარებელს სთავაზობს განსაკუთრებულ შეთავაზებებს, ხარჯვის შეუზღუდავ ლიმიტს, შეძენილი საქონლის დაზღვევას და სხვა უნიკალურ უპირატესობებს. დამატებით, VISA Platinum-ის მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს VISA Gold-ის მფლობელთათვის განკუთვნილი შეთავაზებებითაც.
„ბანკი ქართუ“ ზრუნავს თქვენს კომფორტზე და გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას, ესენია:
Priority Pass – აეროპორტის ხმაურისა და მისგან გამოწვეული სტრესის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა 600-მდე VIP Lounge-ის (მოსაცდელი) კომფორტული გარემო, სადაც თქვენს რეისს მშვიდად დაელოდებით;
Global Sim-ბარათის მობილურის ნაშთის ავტომატური განახლება – როგორც VISA Platinum-ის მფლობელს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თქვენ შეგიძლიათ ავტომატურად შეავსოთ Global Sim-ბარათის ნაშთი, რომელიც თქვენ საჩუქრად გადმოგეცემათ.
კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის Visa Platinum-ის მფლობელი სარგებლობს ბარათის საშუალებით შეძენილი საქონლის დაცვითა (დაზიანება, მოპარვა) და გაგრძელებული გარანტიით.
Visa Platinum გაძლევთ საშუალებას, გამოიყენოთ უფასო სამედიცინო და იურიდიული კონსულტაცია.