27.08.2010 მაგთი მაგთის მომსახურების პირობებში ცვლილებაა
მაგთის მომსახურების პირობებში ცვლილებაა, რომელიც ძალაში შედის 13 სექტემბრიდან:
თუ ნომრის ანგარიშზე გაქვთ თანხა, ნომერი აქტიური იქნება ბოლო გადახდიდან 180 დღის განმავლობაში, შეძლებთ დარეკვას, შეტყობინების გაგზავნას, და ა.შ.
თუ ანგარიშზე ამოგეწურათ თანხა, შემომავალი ზარები გარანტირებული იქნება ბოლო გადახდიდან 180 დღის განმავლობაში;
შემომავალი ზარით სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ, თუ მანამდე არ შეავსებთ ანგარიშს, ნომერი ორმხრივად გაითიშება. ორმხრივი გათიშვიდან 30 დღის შემდეგ ნომერი გაუქმდება და ანგარიშზე დარჩენილი თანხა ანულირდება.