31.08.2012
"საქართველოს ბანკის" ახალი Express სერვის-ცენტრი
"
საქართველოს ბანკმა" თბილისში, სავაჭრო ცენტრ "
თბილისი მოლში" ახალი
Express სერვის-ცენტრი გახსნა.
ახალი, ულტრათანამედროვე დიზაინის Express სერვის-ცენტრები მომხმარებელს ყველაზე მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობენ. საქართველოს ბანკის Express სერვის-ცენტრებში მოწყობილია ორი ზონა - მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც
24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox-ი და ბანკომატი.
Express სერვის-ცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე, დილის 9:00 საათიდან 21:00 საათამდე და შაბათ-კვირას 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.