განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
29 მარტი, 2024. პარასკევი
GE
GE
 ტაილანდი
ტაილანდი - ტროპიკული ბუნება, თბილი ზღვა, საუცხოო ლანდშაფტი და ბუდისტური არქიტექტურის გასაოცარი ძეგლები. ქვეყანა გამორჩეულია განსაკუთრებული ეგზოტიკურობით რაც თქვენ დასვენებას გაალამაზებს.

ამოუცნობი სიამი, ათასობით ტაძრის ქვეყანა, მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან მილიონობით ტურისტის საყვარელი დასასვენებელი ადგილია. ტაილანდი გაგაოცებთ და მოგაჯადოვებთ თავისი მთებით, სუფთა მდინარეებით, გაუვალი ჯუნგლებით, ეგზოტიკური ცხოველთა სამყაროთი, გასაოცარი ტაილანდური სამზარეულოთი, ადგილობრივი ტრადიციებით და გართობის თავისებური ატმოსფეროთი, უდარდელობით, სიხალისით და კაცობრიობის უსაზღვრო სიყვარულით.

ტაილანდის სამეფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, უმთავრესად ინდოჩინეთის ნახევარკუნძულსა და მალაკის ნახევარკუნძულის სამხრეთ კიდეზე მდებარეობს. ტაილანდი აღმოსავლეთით ესაზღვრება ლაოსს და ჩრდილო-აღმოსავლეთით კამბოჯას. ქვეყანა ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით მიანმას ხოლო სამხრეთით მალაიზიას ემიჯნება.

ტაილანდის ჩრდილოეთით იშლება მთის სისტემა (უმაღლესი ადგილი - ინთანონის მთა 2576 მ.). ტაილანდის აღმოსავლეთ ნაწილი უჭირავს კორატის პლატოს. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილშია მენამის დაბლობი, რომელიც ძალიან დიდ ტერიტორიაზე გადაჭიმული. ტაილანდის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში ნაზევარზე მეტია დაბლობები და პატარა გორაკები. ქვეყნის ფართობი კუნძულების ჩათვლით 517 ათასი კვ.კმ.
 

დედაქალაქი: ბანგკოკი (13°45′N 100°29′E)
ოფიც. ენები: ტაილანდური
მთავრობა: საპარლამენტო დემოკრატია და კონსტიტუციური მონარქია
- მეფე: პუმიპონ ადულიადეტი
- პრ.-მინისტრი: სამაკ სუნდარავეი

საერთო ფართობი: 513,115 კმ²
მოსახლეობა (2007წ): 63,038,247
ვალუტა: ბატი (THB)
დროის სარტყელი: (UTC +7სთ.) (საქართველოს დრო + 4 საათი)
სატელეფონო კოდი: +66
ანსონი - გთავაზობთ დაუვიწყარ და თავგადასავლებით სავსე დასვენებას ტაილანდში!
ტროპიკული ბუნება, თბილი ზღვა, ცნობილი პლიაჟები, ღამის კლუბები, დისკოთეკები – ყველაფერი თქვენი სრულყოფილი დასვენებისათვის !
ლევონ თრეველი - ტაილანდი, “ათასი ღიმილის” ქვეყანა, ტაილანდში დასვენება ეს არის ზუსტად ის რაც თქვენ გჭირდებათ!
ულტრათანამედროვე ბანგკოკი, მარად მღვიძარი პატაია, პხუკეტისა და სამუის ფანტასტიური სანაპიროები და გამჭვირვალე წყლები, კო ჩანგისა და სამეტის ეგზოტიკა, თავბრუდამხვევი სილამაზის კუნძული პი-პი.
ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121