არაბეთის გაერთიანებული საამიროები – ახალგაზრდა სახელმწიფო, უძველესი ისტორიითა და უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობით. სახელმწიფოებრივი თავისებურებები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ძალიან მშვიდი და უსაფრთხო დასასვენებელი ქვეყნის სტატუსს ანიჭებს. ემირატებში დასვენებაა - ცხოვრების უმაღლესი დონე, სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა. შესანიშნავი კლიმატი, სუფთა და თბილი ზღვა. სუპერთანამედროვე სასტუმროები,უმაღლესი ხარისხის მომსახურებით, განვითარებული ინფრასტრუქტურა.
ეს არის ფედერაცია, სადაც გაერთიანებულია შვიდი დამოუკიდებელი ქვეყანა (ემირატი). ემირატები გეოგრაფიულად არაბეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვირივ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ასევე ბევრ პატარა კუნძულზე მდებარეობს. ემირატები ჩრდილოეთით კატარის რესპუბლიკა ესაზღვრება, (ასევე გადის ირანის საზღვაო საზღვარიც), დასავლეთით და სამხრეთით საუდის არაბეთი ხოლო აღმოსავლეთით ომანის სასულთანოა მოსაზღვრე ქვეყანა. ჩრდილოეთით პერსიის, ხოლო აღმოსავლეთით ომანის სრუტე მიედინება, ემირატების მოსაზღვრე ინდოეთის ოკეანეცაა. კუნძულები აბუ-მუსა, დიდი და პატარა ტომბი ფორმალურად ემირატებს ეკუთვნის, თუმცა ისინი ირანის მიერ არიან ანექსირებულნი.
ქვეყნის რელიეფი ძალიან მრავალფეროვანია, სამხრეთით მთა-გორიან რეგიონებს ნახავთ, ხოლო დასავლეთში უკაცრიელ უდაბნოს, ჩრდილოეთში კი მლაშობებს მოინახულებთ. ქვეყნის უმაღლესი ადგილია ხაფიტის მთა (1160 მ.) საცხოვრებელი რაიონების და ტურისტული კურორტების უმრავლესობა სანაპიროებზე და ოაზისებშია განთავსებული. საორიენტაციოდ ქვეყნის მთლიანი ფართობია 83,6 ათასი კვ.კმ. (საზღვრების რამოდენიმე კილომეტრი უდაბნოებზე გადის რაც ზუსტი მონაცემების დადგენას უშლის ხელს, ასევე არსებობს ორი ნეიტრალური ზონაც).
დედაქალაქი: აბუ-დაბი (22°47′N 54°37′E)
ოფიც. ენები: არაბული
მთავრობა: ფედერალური კონსტიტუციური მონარქია
-პრეზიდენტი ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნარიანი
საერთო ფართობი: 83,600 კმ² (116-ე)
მოსახლეობა (2006წ): 4,588,697
ვალუტა: ემირატების დიჰრემი (AED)
დროის სარტყელი: EET (UTC +4სთ.) (საქართველოს დრო + 1 საათი)
სატელეფონო კოდი: +971
––––––––––––––––––––––– საქართველოს საელჩო: ქუვეითის სახელწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთანოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი: ეკატერინე მაიერინგ–მიქაძე
მდებარეობა: კუვეიტი, ქ. ალ-ქუვეიტი
მისამართი: ქუვეითი, ყორტობა, მე-2 კვარტალი, 1 ქუჩა, მე-3 გამზირი, ვილა 6
ფაქსი: (+965)535-47-07 ტელეფონი: (+965)535-29-09
ე–მეილი: kuwait.emb@mfa.gov.ge
ვებ-გვერდი: www.kuwait.mfa.gov.ge
ფაინ თრეველი - - მარალი ხარისხის მომსახურეობის გარანტია! დროა ვიმოგზაუროთ ფაინ თრეველთან ერთად!
დუბაი უძველესი ისტორიისა და კულტურის სახელმწიფო. ეს არის ქვეყანა უმაღლესი ცხოვრების დონით, სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებით.მოგზაურობა დუბაიში ეს არის მოგზაურობა ზღაპარში, ულამაზეს ქალაქებში: დუბაი, აბუ-დაბი და შარჟა. ექსკურსიები, დასვენება, შოპინგი.
ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება