განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
04 ოქტომბერი, 2024. პარასკევი
GE
GE
 ეგვიპტე
ეგვიპტე - ქვეყანა, რომელიც ცნობილია მდიდრული და საოცრად ლამაზი ქვიშის პლაჟებით, წითელი ზღვის წარმოუდგენლად ლამაზი წყალქვეშა სამყაროთი, გიზის დიდებული პირამიდი, ნილოსის წმინდა მდინარით, ლუქსორის აკლდამით და უძველესი ცივილიზაციის სხვა მრავალი ძეგლებით.

ეგვიპტის სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზეა განლაგებული. ქვეყანას ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა აკრავს, ხოლო სამხრეთით სუდანს ესაზღვრება. ეგვიპტის დასავლელი მოსაზღვრე ლიბიაა, ხოლო აღმოსავლეთით წითელი ზღვის სანაპირო. ქვეყანას მდინარე ნილოსი ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს.

ნილოსის ნაყოფიერ ხეობაში, რომელიც ყველაზე კარგ საცხოვრებელ ადგილად ითვლება, მოსახლეობის 90 პროცენტია დასახლებული. ქვეყნის ძირითადი პეიზაჟი ერთი შეხედვით ერთფეროვანი უდაბნოა, სადაც არანაირი მცენარე არ იზრდება, გარდა რამოდენიმე შემონახული ოაზისისა. ხალხი ძირითადად ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლზე და აფრიკის მხრიდან, წითელი ზღვის სანაპიროზე სახლდება.

სამხრეთის სანაპიროზე, სუეცის არხიდან მოყოლებული თვალწარმტაცი სანახაობა იშლება. სანაპირო ზოლზე გაყოლებული მარჯნის რიფები კი თითქმის ყველა დაივერისთვის და ასევე ტურისტისათვის საინტერესო ადგილია. ასუანის მაღალი დამბა, ნილოსის ხეობაში მცხოვრებთ სეზონური ნიაღვრებისაგან იცავს. ეს დამბა მოსახლეობას ელექტრო ენერგიითაც ამარაგებს.

დედაქალაქი: კაირო (30°2′N 31°13′E) 
ოფიც. ენები: არაბული
მთავრობა: საპრეზიდენტო რესპუბლიკა
-პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი
-პრ.-მინისტრი აჰმედ ნაზიფი

საერთო ფართობი: 980,869 კმ² (30-ე)
მოსახლეობა (2007წ): 80,335,036
ვალუტა: ეგვიპტური ფუნტი (EGP)
დროის სარტყელი: EET (UTC +2სთ.) (საქართველოს დრო – 1 საათი)
სატელეფონო კოდი: +20

კლიმატი
ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლზე სუბტროპიკული კლიმატია, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე უდაბნოს ტროპიკული ჰავაა. აქ წვიმა ძალიან იშვიათად მოდის, ღრუბლიანი დღეები გამონაკლისად ითვლება, ჰაერი ცხელი და გამომშრალია.

ეგვიპტისთვის დამახასიათებელია საგრძნობლად მკვეთრი ცვალებადი ტემპერატურა. მაგალითად, კაიროში იანვარ-თებერვალში შუადღის ტემპერატურამ შესაძლოა 29 გრადუსამდეც კი მიაღწიოს, მაგრამ ღამით ნულ გრადუსამდე და კიდევ უფრო დაბლა დავარდეს. იანვარში საშუალო ტემრერატურა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 14 გრადუსიდან 17 გრადუსამდე მერყეობს, ხოლო ივლისში 26-იდან 33 ცელსიუს გრადუსამდე.

შემოდგომისას საკმაოდ არასასიამოვნო და შემაწუხებელი ბუნებრივი მოვლენა უტევს ეგვიპტეს. ამ პერიოდში უდაბნოდან სამხრეთ-აღმოსავლური ქარი ხამსინი უმოწყალოდ უბერავს. ხამსინი არაბულად „ორმოცდაათს“ ნიშნავს. წელიწადში ზუსტად ამდენი დღე უბერავს ეგვიპტეში ეს შეუბრალებელი და ძალიან ცხელი ქარი. ხამსინის დროს ჰაერი 40 გრადუსამდე ცხელდება და ჰაერის ტენიანობა 10 პროცენტამდე კლებულობს. ხამსინის მოტანილი მტვერი ყველგან ატანს. მოსახლეობას მტვერი სახლის ყველა კუთხეში ხვდება. მიუხედავად კარგად დახურული კარებებისა, მტვერი ატანს ოთახებში, ავეჯში, ტანისამოსში, ტრასპორტში და ადამიანის სხეულშიც კი. მტვრით სავსე ქალაქს კი „ტალახიანი“ წვიმა ასუფთავებს და თან წაიყოლებს ხამსიმის მოტანილ ქვიშის მტვერს.

ფულის ერთეული
ეგვიპტის ნაციონალური ფულის ერთეული - ეგვიპტური ფუნტი. ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია ადგილობრივ მონეტებზე - პიასტრებზე. ერთი ეგვიპტური ფუნტი 100 პიასტრს უდრის. რაც შეეხება ქაღალდის პიასტრებს მისი მხოლოდ 25 და 50 -ისანი ნომინალები არსებობს. ხოლო მონეტები 5, 10 და 25-იანებია. ქაღალდის ფუნტების ნომინალები კი 1, 5, 10, 20, 50 და 100 იზრდება.
(1 ამერიკული დოლარი ~5,5 ეგვიპტურ ფუნტს უდრის)

საკრედიტო ბარათებს თითქმის ყველა დიდ სასტუმროში იღებენ, თუმცა მათ ბევრ პატარა მაღაზიაში ნამდვილად ვერ გამოიყენებთ. ისეთი საკრედიტო ბარათებით როგორებიცაა Euro/Master Card და Visa ბევრ ბანკში თანხის განაღდებაც კი შეგიძლიათ. გახსოვდეთ! არ გადაყაროთ ფულის გადაცვლის დამადასტურებელი ქვითრები, რადგან ისინი სასტუმროში ხარჯების დათვლისას აუცილებელია.

სავიზო სისტემა
ეგვიპტეში გამგზავრებისას შეამოწმეთ თქვენი საზღვარგარეთის პასპორტი. მისი ვადა 3 თვეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ტურისტები ერთთვიან ვიზას პირდაპირ აეროპორტში მისვლისთანავე მიიღებენ, ასევე იქვე გადაიხდით საკონსულოს გადასახადს რაც 15-20 ამერიკული დოლარი დაგიჯდებათ.

14 წლამდე ბავშვებს, რომლებიც მშობლების პასპორტში არიან გატარებულნი ვიზის მიღება არ სჭირდებათ. ისინი ქვეყნის სტუმრობას მშობლების ვიზით შესძლებენ.

სამუშაო დღეები
ყველა სახელმწიფო დაწესებულება და ბანკი მუშაობს ყოველდღიურად, პარასკევის და შაბათის გარდა. სამუშაო საათები 8.30-დან 15.30. საკურორტო ქალაქებში მაღაზიები როგორც წესი 10.00-დან 13.00 საათამდე და შემდეგ 17.00-დან შუაღამემდე მუშაობენ. ეგვიპტეში ოფიციალურ გამოსასვლელ დღედ პარასკევია დადგენილი.


მემკვიდრეობა
დედაქალაქი (კაირო)
ეგვიპტის დედაქალაქი კაირო, არამხოლოდ ეგვიპტეში არამედ მთელს აფრიკაში ყველაზე დიდ ქალაქად გვევლინება! კაირო 969 წელს დაარსდა. ქალაქს თავდაპირველად „ალ-კაჰირად“ მოიხსენიებდნენ რაც „გამარჯვებულს“ ნიშნავს. კაჰირა ნელ-ნელა ვითარდებოდა და ბოლოს თანამედროვე კაიროდ გადაიქცა. 1250-1517 წლებში ქვეყანას მამელუქები მართავდნენ. მათი ბრძანებით ქალაქში უამრავი მეჩეთი, მუზეუმი და სკოლა აშენდა.

1805 წელს რეფორმატორმა მმართველმა მუჰამედ ალიმ ქალაქს ქვეყნის დედაქალაქის ფორმატი მისცა. კაირო იმ ადგილიდან მცირე დაშორებითაა განლაგებული სადაც 3 ათასი წლის წინ ძველი ეგვიპტის ულამაზესი ქალაქი მემფისი იდგა.

თანამედროვე კაიროს ცენტრია ალ-ტახირის მოედანი, სადაც ქვეყნის სამთავრობო და სხვა მნიშვნელოვანი სამსახურები მდებარეობს. ასევე აქვეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი კაიროს მუზეუმი. მუზეუმი 1858 წელს ფრანგმა ეგვიპტოლოგმა მარიეტმა დაარსა. მუზეუმში ძველი ეგვიპტის კულტურის ბევრი უძვირფასესი ექსპონატია დაცული, მათ შორისაცაა ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის ძვირფასეულობაც.

პირამიდები
ეგვიპტეში იზის პირამიდები ტურისტების საყვარელი მოსანახულებელი ძეგლია. მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ის ერთადერთია, რომელმაც დღემდე მოაღწია. სამ პირამიდაში ყველაზე ცნობილია ხეფრენის პირამიდა, რომელსაც ასევე მეორე პირამიდასაც უწოდებენ. ის სხვებისგან თავისი სიდიდით გამოირჩევა. პირამიდას 216 კვადრატული მეტრი უჭირავს.

პირამიდის წინ დგას სფინქსის ცნობილი ქანდაკება. ამ ადგილას ყოველ საღამოს მუსიკალური შოუ იმართება, რომელიც ადგილს კიდევ უფრო მისტიურ და საინტერესო ელფერს აძლევს.

ლუქსორი
ქალაქი ლუქსორი სამხრეთ ეგვიპტეში მდებარეობს. ქალაქის ღირსშესანიშნაობების სიმრავლითაა ცნობილი:კარნაკის ტაძრების ნანგრევების კომპლექსი, ლუქსორის ტაძარი და მონუმენტები, ასევე ნილოსის დასავლეთ სანაპიროს სამეფო სამარხები (მეფეთა და დედოფალთა ხეობების ჩათვლით), ამ სიმდიდრის მქონე ქალაქს ხშირად მსოფლიოს უდიდეს ღია ცისქვეშა მუზეუმს უწოდებენ. ლუქსორი საუკეთესო ადგილია ზემო ეგვიპტის ტურისტებისათვის. ქალაქში ამჟამად 200 000 მოსახლეა.

კარნაკის ტაძარი
კარნაკის ტაძარი დიდ მანძილზეა გადაჭიმული და სამი მთავარი ტაძრისგან შედგება. დიდ ტაძრებს ასევე შედარებით მცირე ტაძრები მოჰყვებიან, მათ შორის ყველაზე ცნობილი ამონის ტაძარია. იქ მოხვედრა სფინქსისაკენ მიმავალი გზით არის შესაძლებელი, რომელიც ერთ დროს ტაძრებს კარნაკასა და ლუქსორს ერთმანეშს აკავშირებდა.

მთელი ეს კომპლექსი 1300 წელი შენდებოდა. მის არქიტექტურაში ძველი ეგვიპტის დიზაინი და არქიტექტურული ნიმუშებია შემონახული. ტაძარში არის ჰიპოსტალური დარბაზი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძვირფასეს და საინტერესო ისტორიულ ძეგლად ითვლება. 130 წარმოუდგენელი ზომის სვეტები 6000 კვადრატულ მეტრს იკავებენ. ასევე აღსანიშნავია ტუტმოს I ქანდაკება, არსებული ოთხი ქანდაკებიდან დღემდე მხოლოდ მან მოაღწია. ქანდაკების სიმაღლე 22 მეტრია.

–––––––––––––––––––––
საქართველოს საელჩო: ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში საგანგებო და სრულუფლებიანი
ელჩი: გოჩა ჯაფარიძე

მდებარეობა: ქ. ქაირო, ეგვიპტე
მისამართი: Mohandessin, 11 Tanta Street, Aswan Square
ფაქსი: + (20 2) 3304-47-78
ტელეფონი: + (20 2)3304-47-98; 3304-47-68
ელ–ფოსტა : geoembeg@link.com.eg
ვებ-გვერდი: www.egypt.mfa.gov.ge
მსოფლიო ტური - გთავაზობთ გასაოცარ და შთაბეჭდილებებით აღსავსე დასვენებას ეგვიპტის ცნობილ კურორტებზე!
თქვენ გელოდებათ ულამაზესი ზღვის სანაპიროები,სასიამოვნო გარემო და დაუვიწყარი ექსკურსიები!
ფაინ თრეველი - - მარალი ხარისხის მომსახურეობის გარანტია!
დროა ვიმოგზაუროთ ფაინ თრაველთან ერთად!
ეგვიპტე – ცნობილი კურირტები ქვიშიანი პლაჟებით, წითელი ზღვის არაჩვეულებრივი წყალქვეშა სამყაროთი. გიზეს პირამიდები, ლუქსორის ტაძრები და სხვა უძველესი ცივილიზაციის ძეგლები, წმინდა მდინარე ნილოსი. ქალაქები: შარმ-ელ-შეიხი, ლუქსორი, ხურგადა.
ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2024 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121