განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
01 მარტი, 2021. ორშაბათი
GE
GE
 საქართველო
თვალწარმტაცი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავი ზღვის სუბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა და განთქმული ქართული სამზარეულო - ქმნის საქართველოს ტურისტულ ქვეყნად.

საქართველოს, როგორც ტურიზმისათვის საუკეთესო დანიშნულების ქვეყანას ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია მნახველთათვის.

მრავალფეროვანი ბუნება. საქართველოს ტერიტორია 64 700 კმ2--ია, საიდანაც 330 კმ შავი ზღვის სუბ-ტროპიკულ სანაპიროს უკავია. ქვეყნის ტერიტორიის 38,6% ტყით დაფარული მასივებია. ქვეყანაში არის 19 ნაკრძალი, 860 ტბა, მრავალი ჩანჩქერი და 25 000-ზე მეტი მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 54 768 კმ-ს უტოლდება, ალპური მდელოები და მთები, რომელთაგან სიმაღლით აღსანიშნავია შხარა (5198) და ყაზბეგი (5048).

 მრავალრიცხოვანი ისტორიული ძეგლები და მდიდარი ეთნოგრაფიული რესურსები.საქართველოში 12 000 ისტორიული ძეგლი და 150 მუზეუმია. შუა საუკუნეების კოშკებით მრავლადაა მოფენილი ქვეყნის ალპური ზონები. ჩვ.წ.-მდე VI-V საუკუნეებით თარიღდება არაერთი საკათედრო ტაძარი, ეკლესია-მონასტერი და სხვა ისტორიული ძეგლი.

კურორტები და მინერალური წყლები. მრავალფეროვანი კლიმატური პირობები საქართველოს ანიჭებს ტურიზმის განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობებს. ქვეყანა მდიდარია მინერალური წყლებით, კერძოდ 2000-მდე მინერალური წყარო. ყველაზე ფართოდ გავრცელებული მინერალური წყლები შედგებიან ნახშირბადის მჟავებისაგან. ასეთებს განეკუთვნება ისეთი სამკურნალო მინერალური წყლები, როგორიცაა ბორჯომი, ნაბეღლავი და საირმე.

გუდაური
პოპულარული სათხილამურო კურორტი საქართველოში. ის მდებარეობს თბილისიდან 120 კმ-ში (ზღვის დონიდან 2000 მ-ზე). გუდაური პოპულარულია, როგორც ქართველ ისე უცხოელი მოთხილამურეებში. გუდაურში შეგიძლია დატკბე ზამთრის პეიზაჟებით, ლამაზი ცითა და მზიანი დღეებით. გუდაური მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ცენტრია სათხილამუროდ.

ბაკურიანი პოპულარული მთის კურორტი საქართველოში – ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში (ზღვის დონიდან 1700 მ-ზე). მას გარს არტყავს წიწვოვანი მცენარეებით დაფარული მთები. ზამთარი ცივია, მაგრამ არამკაცრი. დღეები ყოველთვის მზიანია და სასიამოვნო. ფიჭვის სურნელით გაჯერებული ჰაერი აქტიურ დასვენებას უწყობს ხელს.

შოვი
კურორტი შოვი დაარსდა 1929 წელს. იგი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა ნაპირზე, რომელიც მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადია. შოვი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ აღემატება . სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან.
 

 

ბათუმი ბათუმი მდებარეობს თბილისიდან 350 კმ-ში, შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის საზღვრიდან 15 კმ-ში. ბათუმი არის მიმზიდველი ქალაქი და პოპულარული კურორტი მათთვის, ვისაც უყვარს ზღვა და დასვენება. ბაღები და ქუჩები გაფორმებულია ისეთი ეგზოტიკური მცენარეებით, როგორებიცაა: პალმები, ბამბუკი, ევკალიპტები, მაგნოლიები, დაფნები და ა.შ.

ელიტ თრეველი - დაისვენე ელიტ თრეველთან ერთად!
მრავალფეროვანი დასასვენებელი და სათავგადასავლო ტურები საქართველოში!
სანატორიუმების, საკონფერენციო დარბაზებისა და სასტუმროების დაჯავშნა.


აკა გროუპ თრეველი - გაიცანი საქართველო ჩვენთან ერთად!
მძაფრი შეგრძნებები & თვალწარმტაცი სანახაობა. მრავალფეროვანი პროგრამები და საინტერესო ზამთრის ტურები! გაეცანი ქართულ ტრადიციებს, სამზარეულოს და ფოლკლორს ჩვენთან ერთად!
პროფკურორტი - დაგეგმე და გაატარე ზაფხული საქართველოს კურორტებზე პროფკურორტთან ერთად!
  • დასასვენებელი ტურები საქართველოს კურორტებზე; 
  • სათავგადასავლო და კულტურული ტურები საქართველოს კუთხეებში.
ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2021 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121