|
ჩეხეთში დასვენება არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ მოშორდეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, პრობლემებს და ოდნავ მაინც –:)იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამ ქვეყანაში დაგხვდებათ: გამაჯანსაღებელი ჰავა, გასაოცრად ლამაზი კურორტები, სადაც საუკეთესოდ დაისვენებთ, და რაც მთავარია, ისეთ მოკლე დროში იგრძნობთ თავს გაცილებით კარგად, რომ შეიძლება არც კი დაიჯეროთ. ტური ჩეხეთში საშუალებას მოგცემთ მოინახულოთ ქვეყნის უძველესი საუკუნეების ციხესიმაგრეები, ისეირნოთ პრაღის ვიწრო ქუჩებში და გაეცნოთ როგორც დედაქალაქის, აგრეთვე სხვა პატარა ქალაქების მრავალ და განუმეორებელ ღირშესანიშნაობებს.
ჩეხეთის რესპუბლიკა ევროპის ცენტრში მდებარეობს და ესაზღვრება გერმანიას, პოლონეთს, ავსტრიასა და სლოვაკეთს. რესპუბლიკის ტერიტორია დაახლოებთ 7 9000 კვადრატულ მეტრს შეადგენს და აერთიანებს ბოგემინის, მორავიის და სილეზინის ისტორიულ მხარეებს. დედაქალაქი პრაღა ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია. დასახლებული პუნქტების უმრავლესობა მაცხოვრებლების სიმრავლით არ გამოირჩევა. ყველაზე მსხვილი ქალაქებია ბრნო, პლეზენი, ჩესკი-ბუდევიცე, ოლომოუცი, გრადეც კრალოვე და ოსტრავა.
ქვეყნის ლანდშაფტში სჭარბობს ოდნავ მაღალი და საშუალო მთები - ჩეხური მასივი, გარშემორტყმულია ხრებტის ქედით, ჩეხური ტყით, კროკონეში და ჩეხურ-მორავიული მაღლობით. ქვეყნის ყველაზე დიდი მდინარეა ვლტავა, რომლის სიგრძეა 440 კმ. ჩეხეთი განლაგებულია ჩეხურ-მორავიულ მაღლობზე, რომელიც მდინარე ელბასა და დუნაის წყალგამყოფად გვევლინება. ელბა, იგივე ლაბა მიედინება ჩეხეთის ტერიტორიაზე, დანარჩენი დიდი მდინარეებია მორავა, ოდრა, იგივე ოდერი, ოგრჟე, სტრელა და ბერუნკა.
ჩეხეთის პეიზაჟი გასაოცარი სილამაზით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მდინარეებით დაქსაქსულ ფართე ხეობებს, ტბებს და უღრან ტყეებს ენაცვლებიან ბორცვები და მთიანი ქედები. სტალაგმიტების გამოქვაბულები დღემდე ინახავენ საუკუნეების შემორჩენილ სიგრილეს და სისუფთავეს. ამ ადგილას არის მთელს ევროპაში, გამაჯანსაღებელი წყაროებით ცნობილი კურორტი კარლოვი ვარი, მარიანის ლაზნე და ფრანტიშკოვის ლაზნე. ამ სამ ადგილს ჩეხური გამაჯანსაღებელი კურორტების ოქროს „სამეულს“ უწოდებენ.
15000 ტბა და გუბურა, ქვიშნარისგან შექმნილი კლდეები, 2000 მინერალური წყარო, ასობით სასახლე და ციხესიმაგრე, ულამაზესი ველ-მინდვრები ამ ყველაფერს ჩეხეთში ნახავთ. მეტნაკლებად ძვირფას ბუნებრივ სიმდიდრეებს მთავრობა იცავს. ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 12 პროცენტი ნაციონალურ პარკებს და დაცულ ტერიტორიებს უჭირავს.
ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა არამარტო ქვეყნის, არამედ ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია.
დედაქალაქი: პრაღა (50°05′N 14°28′E)
ოფიც. ენა: ჩეხური
მთავრობა: საპარლამენტო რესპუბლიკა
-პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი
-პრ.-მინისტრი მირეკ ტოპოლანეკი
საერთო ფართობი: 78,866 კმ² (117-ე)
მოსახლეობა (2008წ): 10,467,542
ვალუტა: ჩეხური კრონა (CZK)
დროის სარტყელი: EET (UTC +1სთ.) (საქართველოს დრო – 2 საათი)
სატელეფონო კოდი: +420
ფულის ერთეული
ჩეხეთის ნაციონალური ფულის ერთეული - ჩეხური კრონა. ერთი ჩეხური კრონა 100 ჰელერს უდრის. ქაღალდის ფულის ნომინალებია 20, 50, 100, 200, 500 და 1000 კრონა, ხოლო მონეტების –10, 20 და 50 ჰელერია.
(1 ამერიკული დოლარი ~17 ჩეხური კრონას უდრის)
სავიზო სისტემა
ჩეხეთში გასამგზავრებლად ვიზის ქონა აუცილებელია.
მემკვიდრეობა
ჩეხეთს აქვს მდიდარი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, როგორიცაა: ციხესიმაგრეები, ისტორიული ქალაქები, მონასტრები და სხვა ეკლესიური არქიტექტურის ელემენტები. დღეს ჩეხეთში დამსვენებლებს 130 ისტორიული კომპლექსი იღებს და ყველა მათგანი თავისებურად უნიკალურია. ზოგიერთი ობიეტი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, ესენია: ჩესკი-კრუმლოვი, ტელჩი, კრომნეჟიჟი, ლიტომიშლი. აგრეთვე ნახავთ: ჩეხეთის ციხესიმაგრეს, პრაღას, კარლოვი ვარს, ვალდშტეინს, ბეჩოვ ნად ტეპლოუს, კუტნა გორა- გრადეკს, ლიტომიშლს, მესტო ნად მეტუის, სლავეთის ციხესიმაგრეს, მარიანსკიე ლაზნის.
საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში
დანიშნული ელჩი: ქ-ნი ნინო ნაკაშიძე
მდებარეობა: ქ.პრაღა ჩეხეთი
მისამართი: მალოსტრანსკე ნამესტი 2/28 პრაღა 1
ფაქსი: +(420)233-311-752; 233-311-713
ტელეფონი:+(420)233-311-749/751
ელ.ფოსტა : prague.emb@mfa.gov.ge
ვებ-გვერდი: www.czech.mfa.gov.ge
ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი: მისი აღმატებულება ბატონი ივან იესტრჟაბი
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის ქ. 37. კორპ. 6 "
ტელ: 91-67-40/41/42
ფაქსი: 91-67-44
ელ-ფოსტა: czechembassy@gol.ge / tbilisi@embassy.mzv.cz
ვებ-გვერდი: www.mzv.cz
|