|
თურქეთი - დედამიწის პატარა სამოთხე. ეს არის ქვეყანა, რომლის უმდიდრესი კულტურა გამტკიცებულია ნაციონალური ტრადიციებით, მისი სტუმართმოყვარე და ბრძენი ხალხი კი მუდამ მზად არის დასახმარებლად, თურქული სამზარეულოს კერძების მსგავსი ძნელად თუ მოიძებნება სადმე, განუმეორებელი ჰანგებით ”შეზავებული” მუსიკა, ლეგენდები და აღმოსავლური ზღაპრები თავს გაყვარებენ და თქვენს გულში სამუდამოდ იმკვიდრებენ ადგილს, რადგან კვალ ესტუმროთ ამ განუმეორებელ მხარეს.
თურქეთის რესპუბლიკა მდებარეობს აღმოსავლეთ აზიასა და ნაწილობრივ სამხრეთ ევროპის ტერიტორიაზეც. ჩრდილოეთით აკრავს - შავი ზღვა, სამხრეთით - ხმელთაშუა ზღვა, ხოლო დასავლეთით - ეგეოსის ღზვა ესაზღვრება. ქვეყნის ფართობია 814 578 კვ. კმ. დედაქალაქი - ანკარა. ქალაქის ევროპული (23.7 კვ.კმ) და აზიური ნაწილი გაყოფილია მარმარილოს ზღვით, ბოსფორის და დარდანელის სრუტეებით. აგრეთვე გარს არტყავს - შავი, მარმარილოს, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებიც. ამ ქვეყნის ბუნება განუმეორებელია და ბევრ ადგილებში ხელშეუხებელიც. თურქეთში საუკეთესო დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი: შაბიამნისფერი ზღვის წყალი, ოქროსფერი ქვიშის დაუსრულებელი პლაჟები, ნაზი მზე, ფიჭვნარით დაფარული მთის მწვერვალები, სწრაფი მთის მდინარეები და ჩანჩქერები.
კლიმატი
კლიმატი სუბტროპიკულია. ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა და სინოტივე დამოკიდებულია ზღვის დონის სიმაღლესა და სიშორეზე.
ქვეყნის რელიეფის მრავალფეროვნება განსაზღვრავს კლიმატის და ბუნების მრავალფეროვნებასაც. ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები, რომლებიც თურქეთში ტურისტების ძირითად დასასვენებელ ადგილებს წარმოადგენს, ზაფხული ძალიან ცხელი და მშრალი იცის, ხოლო ზამთარი წვიმიანია. საცურაო სეზონია აპრილი-აგვისტო, ამ თვეებში თაკარა მზე თითქმის ყოველ დღე ანათებს, ამიტომ აუცილებლად დაგჭირდებათ მზისგან დამცავი კრემები და ლოსიონები. ამ რაიონს თურქეთის რივეირასაც უწოდებენ.
მსგავსი სუბტროპიკული კლიმატია მარმარილოს ზღვის სანაპიროზეც. შავი ზღვის სანაპიროზეც რბილი ზამთარი და თბილი ზაფხული იცის, მაგრამ აქ უფრო მეტი ნესტია და შესაბამისად ნალექების რაოდენობაც ბევრია. ცენტრალურ ანატოლიაში კი პირიქით, კონტინენტალური კლიმატია, მკაცრი ზამთრით და ცხელი, მშრალი ზაფხულით. თითქმის იგივე მდგომარეობაა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ზამთრის პერიოდი იმითაა გამორჩეული, რომ თოვლის სქელი საფარი აქ საკმაოდ დიდ ხანს დევს.
დედაქალაქი: ანკარა (39°55′N 32°50′E)
ოფიც. ენები: თურქული
მთავრობა: საპარლამენტო რესპუბლიკა
-პრეზიდენტი აბდულა გიული
-პრ.მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი
საერთო ფართობი: 783,562 კმ² (37-ე)
მოსახლეობა (2008წ): 70,586,256
ვალუტა: ახალი თურქული ლირა (TRY)
დროის სარტყელი: EET (UTC +2სთ.) (საქართველოს დრო – 1 საათი)
სატელეფონო კოდი: +90
სავიზო სისტემა
საქართველოს მოქალაქეებს
Georgia: Ordinary and official passport holders are exempt from visa for their travels up to 90 days.
ღირსშესანიშნაობები:
სტამბული
აია - სოფიას ტაძარია
ჰმედის მეჩეთი
ანტალია
ანდრიას კარიბჭე
გროტ სულუინი
ბელეკი
სიდე
ქემერი
ფეთხიე
ალანია
მარმარისი
კუშადასი
ტროა
კაბადოკიის ხეობა
საქართველოს საელჩო: თურქეთის რესპუბლიკაში, ალბანეთის რესპუბლიკაში და ბოსნია და ჰერცეგოვინაში
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი: ბ-ნი ტარიელ ლებანიძე
მდებარეობა: ქ.ანკარა, თურქეთი
მისამართი: ჩანკაია, ორანის დიპლომატიური უბანი, ქილიჩ ალის ქ. N 12
ტელეფონი: +(90 312) 491 80 30 /31
ფაქსი: +(90 312) 491 80 32
ელ.ფოსტა: geoemb@ada.net.tr
ვებ-გვერდი: www.turkey.mfa.gov.ge
თურქეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი: მისი აღმატებულება ბატონი ლევენთ მურათ ბურჰანი
მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 35
ტელ: 25-20-72/73/74/76
ფაქსი: 22-06-66
ელ-ფოსტა: turkemb.tbilisi@mfa.gov.tr
გენერალური კონსული (ქ. ბათუმი): ბ-ნი თოღრულ ერჯან ოზთენი
გენერალური საკუნსულო:ქ. ბათუმი, მ. აბაშიძის ქ. 8
ტელ: (8-88-222) 7-47-90
|