განათლება განცხადებები რეკლამა
შესვლა
Geo / Eng
09 სექტემბერი, 2010. ხუთშაბათი
GE
GE
28.07.2010 - რეზონანსი
უგულავა “ინვესტიციობანას თამაშობს”
თბილისის მერმა გიგი უგულავამ 27 ივლისის სხდომაზე ინვესტიციების მოზიდვაზე აქტიური მუშაობის დაწყების დირექტივა გასცა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ყველაზე სიცოცხლუნარიანი პატარა ინვესტიციებია და მერიის თანამშრომლების შრომისუნარიანობა შეფასდება არა მარტო იმით, თუ როგორ გამწვანდება ქალაქი და დაიგება ასფალტი, არამედ იმით, რომ შეძლონ ინვესტორის მოყვანა. თუკი ვინმეს ერთმილიონიანი ინვესტიციის ჩადება სურს, ხელი უნდა შეეწყოს, თუნდაც იმიტომ, რომ 5-10 ადამიანი მაინც დასაქმდება, განაცხადა მერმა.

ამასთან, სექტემბერში გამგებლები და მერიის წარმომადგენლები კონკრეტულ გეგმას წარმოადგენენ, თუ როგორ განაგრძობენ იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც თბილისელებს აწუხებს.

სტატიაში მოყვანილია ორი ექსპერტის - გია ხუხაშვილი და სოსო ცისკარიშვილის მოსაზრებები ამ დავალებასთან დაკავშირებით. ისინი ამ განცხადებას “თამაშს” უწოდებენ, რომელიც შედეგზე ორიენტირებული ნამდვილად არ იქნება.

სააკაშვილის მინისტრებს ავალეს ინვესტორების შემოყვანას, ახლა კი მერი გასცემს ასეთ დავალებას, აღნიშნავს ცისკარიშვილი და დასძენს: მაგრამ ინვესტორი მაშინ შემოვა, როცა ქვეყანაში შეიცვლება გარემო და კანონმდებლობა, იქნება სამართლიანობა.
მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "სარკე"-ს მიერ
ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2010 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 192121