
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) გახსნა, მიმდინარე წლის მაისიდან მოყოლებული, უკვე რამდენჯერმე გადაიდო. ამჯერად გახსნის თარიღად სექტემბერი სახელდება. გადადების მიზეზი კვლავ ბუნდოვანი რჩება, აღნიშნავს გაზეთი.
RAKIA Georgia Holdings-ში (არაბული RAKIA-ს მიერ საქართველოში შექმნილი კომპანია) მიზეზად, საქართველოს პრეზიდენტისა და ერთ-ერთი საემიროს შეიხის მხრიდან გახსნაზე დასწრების სურვილი სახელდება, რაც ივლისში ვერ მოხერხდებოდა.
კულუარული ინფორმაციით კი, თიზ-ის გახსნის გადადების ერთ-ერთი მიზეზი იმ კომპანიების სიმცირე უნდა იყოს, რომლებიც ზონაში შესვლით დაინტერესდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ზონაში მხოლოდ ერთი კომპანია - თბილცემენტი მუშაობს. დაინტერესება 100-150-მდე კომპანიამ გამოხატა, მაგრამ დარეგისტრირებულია მხოლოდ 22.