განათლება განცხადებები რეკლამა
შესვლა
Geo / Eng
08 სექტემბერი, 2010. ოთხშაბათი
GE
GE
27.07.2010 - რეზონანსი
მოსახლეობა კრედიტს, ძირითადად, რემონტისთვის იღებს
იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით ბანკები და ექსპერტები სხვადასხვა ინფორმაციებს ავრცელებენ. მსხვილი ბანკების ერთი ნაწილის თქმით, ამ სესხებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, მეორე ნაწილი კი უმნიშვნელო ზრდაზე საუბრობს.

მაგალითად, საქართველოს ბანკის მონაცემებით, მოთხოვნა 100%-ით გაიზარდა და ბანკი ყოველთვიურად 10 მილიონი ლარის იპოთეკურ სესხებს გასცემს. ამავე დროს ბანკში რესპუბლიკა აცხადებენ, რომ მოთხოვნაა ძირითადად მცირე მოცულობის სესხებზე, რომელსაც კლიენტი რემონტისთვის იღებს, ბინის ყიდვის მიზნით სესხებზე კი დიდი მოთხოვნა არ არის.

ამ მოსაზრებას იზიარებენ უძრავი ქონების სააგენტოები, რომელთა მონაცემებით, ბინებზე მოთხოვნა ძალიან შემცირებულია. თუმცა გაიზარდა გირაოზე და ქირაზე მოთხოვნა, აცხადებენ სააგენტოებში.

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე პროგნოზირებს, რომ საბანკო სექტორი კიდევ უფრო გააქტიურდება, რასაც ბოლო თვეების მოგების მაჩვენებელი მიუთითებს.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch განაცხადა, რომ საქართველოს საბანკო სექტორმა კრიზისი საკმაოდ კარგად გადაიტანა და მდგომარეობა სტაბილურია. სააგენტო აპირებს ბანკების რეიტინგი გაუმჯობესებისკენ შეცვალოს.
მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "სარკე"-ს მიერ
ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2010 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 192121