Education Ads Advertise with us Shops.ge
Sign in
Geo / Eng
20 April, 2024. Saturday
EN
EN
 საფრანგეთი
ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა. საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დღევანდელი საზღვრები XV საუკუნეში განისაზღვრა. საფრანგეთი არის ქვეყანა რომელსაც ყველა აღფრთოვანებაში მოჰყავს.
ტყუილად ხომ არ დაარქვეს საფრანგეთს ევროპის "ვარსკვლავი". კოსმოსიდან საფრანგეთის საზღვრები ზუსტად იმეორებს ვარსკვლავის ფორმას და მეორეც ის მართლაც ევროპის ღირსეული ვარსკვლავია.

საფრანგეთი - ეს ხომ პარიზია! მსოფლიოს უდიდესი დისნეილენდი! შამპანის პროვინცია! საფრანგეთი - მოდის, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ცენტრი, ღვინის, კულინარიის, ისტორიის...

საფრანგეთი დასავლეთ ევროპაში მდებარეობს. ქვეყანა ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ბელგიას, ლუქსემბურგს და გერმანიას, აღმოსავლეთით კი გერმანიასა და შვეიცარიას. სამხრეთ აღმოსავლეთით მონაკოსა და იტალიას ემიჯნება, საფრანგეთის სამხრეთ - დასავლეთით კი ესპანეთი და ანდორაა.

სანაპირო ზოლი 3120 კმ გადაჭიმული. ქვეყანას ჩრდილოეთით აკრავს ლა-მანშის, პა-დე-კალეს სრუტეები, დასავლეთით კი ბისკაის ყურე. სამხრეთით ქვეყნის მოსაზღვრეა ხმელთაშუა, ხოლო ჩრდილოეთით ჩრდილოეთის ზღვა. საფრანგეთის ტერიტორიის თითქმის მესამედი ვაკეს უჭირავს. დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონები ძირითადად დაბლობებია. ქვეყნის ცენტრში და აღმოსავლეთ ნაწილში არდენებისა დ ავოგეზის საშუალო სიმაღლის მთებია, სამხრეთ ნაწილში კი საფრანგეთის ცენტრალური მასივი მდებარეობს. სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე გადაჭიმულია პირინეები, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით ალპები, ყველაზე მაღალი მთები მთელს დასავლეთ ევროპაში. ქვეყნის ძირითადი ფართობი (კუნძლებით) 551,6 ათას კვ.კმ. საფრანგეთის დიდი მდინარეებია ლუარა, რონა, სენა, გარონა. მდინარეები სანაოსნოა, ბევრი მათგანი შეერთებულია არხებით. საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს ჟენევის ტბის სამხრეთ ნაწილი. კლიმატი კონტინეტური. უმთავრესად ზომიერი. დედაქალაქი- პარიზი.
 

გეო ტურ სერვისი - გაატარეთ დაუვიწყარი დღეები პარიზში და გახდით უპრეცედენტო აქციის მონაწილე
თქვენ გეძლევათ შანსი თქვენთვის მისაღებ ფასად დაისვენოთ პარიზის სასტუმროში 4 დღე + 1 უფასო საჩუქრად. გადადეთ ყველანაირი საქმე და გაატარეთ დაუვიწყარი დრო პარიზში,სადაც თქვენ გელით მაქსიმალური გართბა და სიამოვნება!
ჯითი-თრეველი - იმოგზაურეთ, ისწავლეთ საოცნებო ქალაქ პარიზში!
უმდიდრესი ისტორიის, შესანიშნავი იდეების, მოდისა და შამპანიურის ქვეყანა. საფრანგეთში დასვენება - იდეალური არჩევანი მოგზაურთათვის!
All trademarks and logos are the property of their respective owners
© 2024 ARIS.GE LTD
App #3, 47 Kostava street,
Tbilisi, 0171, Georgia
phone: (+995 32) 2192121