განათლება განცხადებები რეკლამა Shops.ge
შესვლა
Geo / Eng
09 ივნისი, 2026. სამშაბათი
GE
GE
მოგზაურობა და დასვენება
06.05.2012
ევროპაში ყველაზე მაღალი "ამერიკული მთების" მშენებლობა დასრულდა
 
ევროპაში ყველაზე მაღალი ამერიკული მთების Shambhala-ს მშენებლობა დასრულდა. ის მდებარეობს ესპანეთის სანაპიროზე ერთერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ ზონაში– ატრაქციონების პარკში სახელად  PortAventura.

ატრაქციონის სიგრძე შეადგენს 1650 მეტრს. ეს არის ევროპაში ყველაზე სწრაფი ამერიკული მთები, რომელიც ავითარებს სიჩქარეს 134 კმ/სთ–მდე, გააჩნია ყველაზე ხანგრძლივი ვარდნა (78 მეტრი) და პირველ დაშვებაზე მაქსიმალური დახრილობა  86º. მარშრუტის გავლისას მატარებელი გადის გვირაბს და ხუთ ამაღლებას, რომელთა შორის ყველაზე დაბალი შვიდსართულიანი სახლის სიმაღლეს აღწევს.
 
32 ადამიანის ტევადობის მქონე სამ მატარებელს შეუძლიათ ერთდროული კურსირება, რაც საათში ათასამდე სტუმრის გადაყვანის საშუალებას იძლევა.
მატარებლებში ადგილები ისეა განლაგებული, რომ მგზავრებმა შეძლონ მგზავრობისას  ულამაზესი პანორამის ხილვა.

გასართობი პარკი PortAventura პრაქტიკულად წარმოადგენს ესპანურ დისნეილენდს, სადაც ყველა ასაკის ადამიანი მიიღებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს.  ის დაყოფილია ხუთ თემატურ ზონად: ჩინეთი, მექსიკა,აშშ, პოლინეზია და შუამდინარეთი. თითოეულ ზონაში წარმოდგენილია რეგიონისთვის დამახასიათებელი გასართობი ატრაქციონები, კოსტიუმები, რესტორნები.

მდებარეობს პარკი ოქროს სანაპიროზე ქალაქ სალოუში. ბარსელონიდან სამხრეთით,  დაახლოებით 1 საათის მგზავრობის მანძილზე. ყოველწლიურად მას სტუმრობს 3 მილიონამდე ადამიანი. გისურვებთ წელს თქვენც იყოთ მათ შორის :) 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ყველა ლოგოტიპი და სავაჭრო ნიშანი ამ საიტზე არის მათი მფლობელების საკუთრება
© 2026 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121