11.12.2011
იტალიური მოდის დედაქალაქში არმანის სასტუმრო გაიხსნა
მილანში შედგა ახალი სასტუმროს გახსნა, რომლის მფლობელია ცნობილი დიზაინერი ჯორჯიო არმანი. ეს არის ქსელის Armani Hotels & Resorts რიგით მეორე სასტუმრო 2010 წელს დუბაიში გახსნილი Armani Hotel-ის შემდეგ.
ამ ბრენდის სხვა სასტუმროების გახსნა მომავალში დაგეგმილია აგრეთვე ლონდონში, ტოკიოში, შანჰაისა და ნიუ-იორკში. პირველი საკურორტო კომპლექსი Armani გაიხსნება მარაქეშში, აგრეთვე შენდება მდიდრული ვილები ეგვიპტეში.
დაგეგმილია , რომ Armani უახლოესი 10 წლის განმავლობაში გახსნის 10 სასტუმროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ მოდურ სასტუმროების დევიზია Stay with Armani .
მილანის ახლადგახსნილ სასტუმროში განთავსებულია 95 ნომერი, რომელიც დააკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნების და მოთხოვნების მქონე სტუმრებს. Armani Deluxe-დან რომლის ფართია 45 კვადრატული მეტრი ორ სართულიან ნომრებამდე Armani Signature და Armani Presidential suites, რომელთა ფართი მერყეობს 170-დან 200 კვადრატულ მეტრამდე.
ყველა ნომერი გაწყობილია მინი-ბარით, თანამედროვე ტექნიკით და ჩაშენებული კარადებით. თითოეულს გააჩნია შემოსასვლელი ფართი, რომელიც ჰყოფს საძინებელს შესასვლელისგან. სააბაზანო ოთახები დაპროექტებულია მინიმუმ 2 ადამიანზე გათვლით.
ნებისმიერ დროს სტუმრების განკარგულებაშია პერსონალური მენეჯერი, რომელიც უწევთ მათ ნებისმიერი სახის საორგანიზაციო მომსახურებას.
მე-7 სართულზე განლაგებულია რესტორანი Armani/Ristorante, სადაც სტუმრებს სთავაზობენ ტრადიციულ იტალიურ კერძებს, სასმელების და შეფ-მზარეულის მიერ დამზადებული კერძების ექსკლუზიურ მენიუს. მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს Armani/Lounge და Armani/Bamboo lounge.
მე-8 სართული, რომლის ფართობი შეადგენს 1200 კვადრატულ მეტრს ეთმობა სილამაზეს და დასვენებას. აქ განთავსებულია Armani/SPA, რომელშიც შედის ერთი ორთქლის და ექვსი საპროცედურო კაბინეტი, სადღეღამისო ფიტნეს-ცენტრი და ბასეინი.
სასტუმროში აგრეთვე განთავსებულია Armani/Business Centre, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში და მასში შედის რამოდენიმე დარბაზი.
სასტუმროში ნომრის ღირებულება იწყება 550 ევროდან.